იუსტიციის სახლთან იმყოფება პრეზიდენტის პრესამსახური ნათია ბანძელაძე, რომელმაც “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს გვკითხა, რატომ არ დავრეკეთ მასთან და მისი ტელეფონის ნომერი ჩაგვაწერინა. თან დასძინა, პირველი საათისთვის მისთვის დაგვერეკა და გვეტყოდა, მოგცემდნენ თუ არა უფლებას, დავსწრებოდით თუ არა მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას:
_ თუ სხვა ჟურნალისტები იქნება, თქვენც დაესწრებით, _ გვითხრა ნათია ბანძელაძემ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ბანძელაძემ, როცა იუსტიციის შენობისთან ვიყავი, თან მქონდა ფოტო და ვიდეოკამერა, დაბალი ტონით მითხრა, რომ დამეტოვებინა ტერიტორია:
_ თქვენ ახლა იღებთ?
_ არა, უბრალოდ ვარ აქ და ვაკვირდები, როგორ ემზადებიან პრეზიდენტის დასახვედრად.
_ ხომ გითხარით, პირველი საათისთვის დამირეკეთ,-მეტქი?! ჯერ პრესის დრო არ არის. გთხოვთ, მაშინ ფოტოაპარატი და ვიდეო დადოთ.
_ კამერებს აქ ვერ დავდებ.
_ მაშინ, შეგიძლიათ სამსახურში წახვიდეთ და იქ დადოთ, რადგან კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ შეიძლება გადაღება.
იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ბანძელაძე ამბობს: _ პრეზიდენტის უსაფრთხოების გამო არ შეიძლება.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდნეტს მიხეილ სააკაშვილის დღეს, შუადღისას ელოდებიან.