ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი Black sea arena, რომლის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილს 200 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა სახელმწიფოს გადაეცემა.
გადაცემის ღონისძიება ამ კვირაში იგეგმება და მას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი 8700-მდე სტუმრისთვისაა გათვლილი და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.
საკონცერტო დარბაზის ოფიციალური გახსნა თვის ბოლოს, გრანდიოზული კონცერტით არის დაგეგმილი.