ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წყალდიდობას ებრძვიან. როგორც „გურია ნიუსს“ აცნობეს, გოგიბერიძის ქუჩაზე რამდენიმე სახლი დაიტბორა. „იქნებ დაგვეხმაროთ, ვერ ვახერხებთ სამაშველოსთან დაკავშირებას, მთელი პირველი სართული წყლითაა სავსე. თქვენი იმედი გვაქვს“, _ გვაცნობეს გოგიბერიძის 13 ნომრიდან. აღნიშნულის შესახებ სამაშველო სამსახური და პოლიცია „გურია ნიუსმა“ უკვე ჩააყენა საქმის კურსში.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა.