სამი დღეა საქართველოს რეგიონების ნაწილი სტიქიას ებრძვის. წყალდიდობებია გურიაში, აჭარაში, იმერეთში.
ჟურნალისტები ოპერატიულად ვცდილობთ საზოგადოებას ინფორმაცია პირველწყაროებიდან მივაწოდოთ.
"გურია ნიუსმა" ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელს დაურეკა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გასარკვევად, მის ტელეფონზე სხვა პირმა გვიპასუხა: "აბანოშია, გამოვა და დაგელაპარაკებათ"…
პ.ს. რაიონი წყალს მიაქვს და გამგებელი ბანაობს ამ დროს.