დამტკიცებული ფაქტია – უძილობა იწვევს წონაში მომატებას. გამოკვლევების თანახმად, ისინი, ვისაც სძინავთ 6 საათი და უფრო ნაკლები, გაცილებით ადვილად იმატებენ წონაში, ვიდრე ისინი, ვისაც სძინავთ 8 საათი.
მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ძილი წონაში დაკლების ერთ–ერთი საშუალებაა. მათი აზრით, უძილობა წონაში მომატების საფრთხეს ქმნის, რადგან ძილი პირდაპირ კავშირშია შრომისუნარიანობასთან და ძილის ნაკლებობის პირობებში ადამიანის აქტიურობა მკვეთრად მცირდება. ამ დროს ორგანიზმი ვერ იყენებს მიღებულ ნახშირწყლებს – პური, მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი წონაში მომატების წინაპირობაა.
მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გამოუძინებელი ადამიანი საკვებს უხვად მიირთმევს. ორგანიზმი მოითხოვს მეტ კალორიებს – უძილო ღამის შემდეგ ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს შეეძლოს სპილოს გადაყლაპვა!
ასე რომ, სრულფასოვანი ძილი წონის სასურველ მდგომარეობაში შენარჩუნების წინაპირობაა!