https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სასამართლო პრაქტიკისთვის უმნიშვნელო საქმე“ – პოლიციელების ცემაში მსჯავრდებულების განაჩენი უცვლელია

20:07; 19.07.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პოლიციელების ცემაში მსჯავრდებული პირებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა და საქმე აღარ განიხილა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, პოლიციის შენობიდან ხელბორკილებდადებული ბრალდებული თემურ გაბუნია გაიქცა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა გაქცევა ნათესავების დახმარებით მოახერხა, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, დღემდე, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ თავად მსჯავრდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს.

საქმეზე ბრალი 7 პირის წაუყენეს, აქედან ორი ქალია. პროკურატურა საქმეში ბრალდებულებს თავდაპირველად პოლიციელების ცემას, მათთვის წინააღმდეგობის გაწევას და დაკავებულის პოლიციის შენობიდან გაქცევის ორგანიზებას ედავებოდა. თუმცა, მოგვიანებით ბრალდება დაკვალიფიცირდა და მათ სასჯელი მხოლოდ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეუფარდეს.

 პირველი ინსტანციის სასამართლომ, ზუგდიდში, 5 პირს (ბოჩია ასაბაშვილს, ვაგნერ წულაიას, შალვა პატარაიას, გოგიტა კეკელიას და ცოტნე გაბუნიას) პატიმრობა, ბრალდებულ ქალბატონებს  – მაია და ინეზა კეკელიებს კი, 3-3 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც. უზენაესმა სასამართლომ კი, საქმე განსახილველად საერთოდ არ მიიღო.

2015 წლის დეკემბრიდან საქმეში მსჯავრდებული პირები უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ კი, მათი სარჩელი დასაშვებად არ ცნო.

სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილ სარჩელში "კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად". გარდა ამისა, ამავე განჩინებაში ვკითხულობთ, "არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა მნიშვნელობა სამართლის განვითარებისთვის ან მსგავს საქმეებზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის".

სასამართლოს ამ დასაბუთებას "უსუსურ" და "ზერელე" არგუმენტად მიიჩნევენ როგორც მსჯავრდებულები, ასევე, მათი ინტერესების დამცველებიც.

მათი თქმით, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს კოლეგია საქმეს არც კი გაცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ კოლეგიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც იყო, მსჯავრდებულ პირებს სწორედ გვენეტაძის სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი ჰქონდათ. გვენეტაძის გარდა,  კოლეგიაში ასევე იყო მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და პაატა სილაგაძე.

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, რომ სასამართლო წარმოებაში მიიღებდა ჩემს საქმეს, თან ის ფაქტორიც მოქმედებდა, რომ ნინო გვენეტაძე იყო კოლეგიაში. არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც გვენეტაძის კოლეგიაში ყოფნა გავიგე, ცხარე ცრემლით ვიტირე. ძალიან გული დამწყდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომ წავიკითხე. თან ადამიანური ფაქტორიც არის, როდესაც შენი და კიდევ 6 ადამიანის ბედი წყდება და ფურცელნახევარ გადაწყვეტილებას გაკავებენ ხელში, სადაც წერია, რომ სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვის საქმე  საინტერესო არ არის. ფაქტიურად,  აქ წყდება შენი სიცოცხლე. 5 უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და ვიღაც გეუბნება, რომ შენი ცხოვრება პრაქტიკის განვითარებისთვის საინტერესო არ არის. რა პრაქტიკაზეა საუბარი, რას გულისხმობენ ძალიან საინტერესოა. პირველ ინსტანციაში ბევრჯერ მაქვს ამაზე ნასაუბრები, რომ 7 წუთი  მოგვეცა მოწმეების დაკითხვისთვის; საქმეში არის cope paste ჩვენებები, უამრავი დარღვევა და ძალიან საწყენია, რომ ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. ვფიქრობ, ამ საქმის შემდეგ გვენეტაძეს მორალური უფლებაც არ აქვს აკრიტიკოს მურუსიძე.  რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამარჯვებას მივაღწევთ", _ აღნიშნა მაია კეკელიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

გარდა ამისა, კეკელია ამბობს, რომ წაყენებული ბრალდებაც კი აბსურდულია, რადგან მას ბრალად ედება რომ ხუთ პოლიციელს სცემდა, ხოლო საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს, ბოჩია ასაბაშვილს ბრალად მაია კეკელიას გამხნევება წაუყენეს.

"გამოდის, რომ 5 პოლიციელის ცემისთვის მე 3000-ლარანი ჯარიმა შემიფარდეს, ჩემი გამხნევებისთვის ბრალდებულ ბოჩია ასაბაშვილს კი, 4 წელი აქვს მისჯილი და სასჯელს ციხეში იხდის. რატომ ვარ მე გარეთ და ბოჩია ასაბაშვილი ციხეში? სად არის აქ ლოგიკა?!" _ ამბობს კეკელია.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება (იხ. ქვემოთ; ავტ.) რომ აბსურდულია, ამას "გურია ნიუსთან" საუბრისას მაია კეკელიას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც აღნიშნავს. კაკაბაძის განმარტებით, "ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ზერელე, შაბლონური განჩინება".

"დარწმუნებული ვარ, საქმეს არც კი გაცნობია საქართველოს  უზენაესი სასამართლოს კონკრეტული კოლეგია, როდესაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებობასთან დაკავშირებით. საერთოდ, საჩივრის  დასაშვებობას არეგულირებს საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლი. კერძოდ, ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჩივარი დასაშვებია სამ შემთხვევაში: თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისთვის და სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების დროს; თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება  განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი  სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვაზე. ამ შემთხვევაში, სამივე დარღვევა სახეზეა. შეგახსენებთ როგორ დასაბუთდა ამ საქმეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად cope paste იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების. განსხვავებული მსჯელობები, განსხვავებული გარემოებები, რაზეც ვიმსჯელეთ სააპელაციო სასამართლოში, ყველაფერი დააიგნორეს; სასამართლომ არც კი იმსჯელა ამ საქმეზე, გადმოაკოპირა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, უბრალოდ მოსამართლეების სახელები და გვარები შეცვალეს და ბრალდებულები მსჯავრდებულებად. შეიცვალა მხოლოდ ტექნიკური ინფორმაცია, დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩა, მათ შორის გრამატიკული შეცდომები, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვა", _ აღნიშნავს კაკაბაძე.

ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპსაც იხსენებს და ამბობს, რომ მხოლოდ ამ დარღვევებით შეიძლებოდა უზენაეს სასამართლოს საქმე დასაშვებად ეცნო.

"როდესაც მოწმეების დაკითხვა ხდებოდა, მოსამართლემ მხარეებს მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი მისცა მათ დასაკითხად, რაც აბსოლუტურად არ არის საკმარისი. მოწმემ 5 წუთში შესაძლოა ორ კითხვაზე მეტს ვერ უპასუხოს.  ფაქტიურად, კრიტიკული ჯვარედინი დაკითხვის საშუალება მოსამართლემ მხარეებს არ მისცა, რითაც საერთოდ უგულვებელყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრინციპები და მოთხოვნები. მეორე მნიშვნელოვანი  დარღვევა საქმეში ის არის, რომ თავად მოსამართლე უსვამდა კითხვებს მოწმეებს ისე, რომ  მხარეებს არც კი ეკითხებოდა, რაც პირდაპირ აკრძალულია საპროცესო კოდექსით. მოსამართლე ობიექტური არბიტრი უნდა იყოს და არ  უნდა მონაწილეობდეს მოწმეების დაკითხვაში. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მოწმისთვის კითხვის დასმის  უფლება, თუ კითხვა დამაზუსტებელია და მხარეები თანახმა არიან მან კითხვა დასვას.

გარდა  ამისა, პირველი ინსტანციის მოსამართლე ნატრული აკობია მხარეების დაუკითხავად განარიდებდა კითხვებს, რისი უფლებაც მას არა აქვს. რეალურად, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომლითაც ამ საქმის განხილვა ჩატარდა. გარდა ამისა, გამოძიებაში მიცემული პოლიციელთა ჩვენებები cope paste იყო. გრამატიკული შეცდომები და სიტყვათა წყობაც კი ერთი და იგივეა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რა თქმა უნდა, კეკელიას საქმეში, ეს გადაწყვეტილებები სამივე ინსტანციის სასამართლომ დააიგნორა.

ამასთანავე, საინტერესოა ის რომ  დაცვის მხარეს ჰყავდა ძალიან ბევრი მოწმე, რომლებიც ბრალდებული პირების აბსოლუტურ უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც არ გაითვალისწინა სასამართლომ ამ მოწმეთა ჩვენებები იყო ის, რომ მოწმეები ბრალდებულების თანასოფლელები, მეზობლები არიან. სასამართლო კი ამბობს, რომ რომ ეს პრაქტიკას ეწინააღმდეგებაო. თუმცა, სად წერია, რომ ეს პრაქტიკის საწინააღმდეგოა, არ მიუთითებენ. როდესაც  მოწმე თანასოფლელია და უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სწორედ ის არის კვალიფიციური და სანდო და არა ისინი, რომლებიც ფაქტის შემსწრეებიც არ არიან", _ ამბობს კაკაბაძე.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეებს, შავლიაშვილის, გვენეტაძესა და სილაგაძეს პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოწმეთა მიცემული ჩვენებები მოსმენილიც კი არ აქვთ.

"მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების განაჩენები აქვთ წაკითხული მაქსიმუმ. ეს რომ ასე არ იყოს, დასაშვებობასთან დაკავშირებით მაინც ჩანიშნავდნენ პროცესს და იქ მაინც მოისხმენდნენ მხარეების პოზიციას. ძალიან დიდი იმედი გვქონდა, როდესაც გავიგეთ, რომ კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ქალბატონი  ნინო გვენეტაძე იყო. მაგრამ ეს იმედები ფუჭი აღმოჩნდა. ყველა ჩემი კოლეგა, ვისთანაც კი მისაუბრია და ჰქონდათ უზენაეს სასამართლოში შეტანილი საჩივრები, საქმე დაეწერა ნინო გვენეტაძეს, ყველას საჩივარზე გადაწყვეტილება შაბლონური იყო და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დაუშვებლად ცნეს. რეალურად, სააპელაციო სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება 99.9% ის უცვლელი რჩება", _ ამბობს კეკელიას ინტერესების დამცველი.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულს, რომ "კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად", ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ საქმე მოსამართლეთა კოლეგიას საერთოდ არ აქვს შესწავლილი და ეს განჩინებაც ამიტომ დაწერეს.

"დარღვევები საქმეში იმდენია რომ ამაზე რამდენიმე საათი შეგვიძლია ვისაუბროთ. ასევე უამრავი შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რომ საქმეში არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი არა, ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი, რითაც ეს პირები დამნაშავეებად უნდა ყოფილიყვნენ ცნობილი, კონკრეტულად კი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მაია კეკელია", _ აღნიშნავს კაკაბაძე და დასძენს, რომ სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული, რომ პრაქტიკისთვის არ არის საქმე მნიშვნელოვანი, ეს მხოლოდ მიზეზია, რომ საქმის განხილვა არ მომხდარიყო.

"ფაქტიურად, ერთი მოსამართლის მიერ მიღებული უკანონო განაჩენი გადაუმოწმებელი რჩება. ყველა ეს პროცედურა, რასაც საქმე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გადის ფორმალური ხასიათისაა", _ აღნიშნავს ადვოკატი და არ გამრიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ეს საქმე, პოლიტიკურ პროცესებთან კავშირშიც იყოს.

"არ მიყვარს კონკრეტული არგუმენტების გარეშე ვიღაცისთვის რაღაცის დაბრალება, მაგრამ გარკვეული ეჭვები ამასთან დაკავშირებითაც ჩნდება. მით უმეტეს, რომ საქმე ნამდვილად იყო რეზონანსული; ძალიან ბევრი "სამართალდამცველი" იყო მონაწილე, რომლებმაც სამარცხვინო ჩვენებები მისცეს სასამართლოს. როდესაც ახალგაზრდა ქალბატონს დააბრალებ  რომ მან გცემა, ადამიანს, რომელიც 10 წლის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული, აქ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. თუ აღნიშნული პირები უდანაშაულოდ იქნებოდნენ სასამართლოს მიერ ცნობილი, რა თქმა უნდა, დადგებოდა ამ "სამართალდამცავების" პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლო მაქსიმალურად ერიდება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და ცდილობს ბრალდების მხარისკენ გადაიხაროს", _ აღნიშნავს კაკაბაძე.

კაკაბაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დანებებას არ აპირებენ და საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად მოამზადებენ.

"დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო დაცვის მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება თავის მოჭრის ტოლფასი ქვეყნისთვის", _ ამბობს კაკაბაძე.

პოლიციელების ცემის, მათთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაკავებულის გაქცევის ორგანიზებაში მსჯავრდებულებს საქმის სტრასბურგისთვის მოსამზადებლად 3 თვე აქვთ დარჩენილი.

"გურია ნიუსი" აქვე გთავაზობთ უზენაესი სასამართლოს მიღებულ განჩინებას (შინაარსის სანახავად დააკლილეთ ფოტოზე)

ამავე თემაზე: 

როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"

პატრულის ცემისთვის ქალბატონებს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა (ვიდეო)

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისდროულ გამოძიებას ითხოვს

პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი

"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ"

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა თვალები და პირი ამოიკერეს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ

რობერტ სტურუა: "ო, როგორ ვერ იტანს ამერიკა საქართველოს!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026
მსოფლიო

რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

11:16; 14.01.2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14.01.2026
საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო