გუშინ, თბილისში სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" გაიხსნა. სასტუმროს გახსნას სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეიზდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:
"შევარდნაძის დროს ამ ადგილას უმახინჯესი ბეტონის საცხოვრებელი კორპუსი ჩადგეს კანონის უხეში დარღვევით. სწორი ვქენით, რომ ეს კორპუსი ავიღეთ, თან თითოეულმა მაცხოვრებელმა უკეთესი ბინა მიიღო პირველი სკოლის გვერდით.
შემდეგ დავარწმუნე ჩემი ემირატელი მეგობარი შეიხი ნაჰაიანი, რომ ჩაედო ფული სასტუმროს მშენებლობაში. ამ კლასის სასტუმრო საქართველოში ჯერ არ აშენებულა, ის ასაქმებს ათასობით ადამიანს და მაღლა სწევს საქართველოს მარკას. ვიცი, ბევრისთვის ამ სასტუმროს მასშტაბი ზედმეტად ამოვარდნილია გარემოდან, არქიტექტურის მიმართ მეც კი მაქვს შენიშვნები, მაგრამ მაინც, ეს შენობა ყველა შემთხვევაში უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს დადაქალაქს და ამიტომ არც-ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მის აშენებაში.
ისევე, როგორც იმელი გადაკეთდა სასტუმროდ, ასევე წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია გადავაკეთოთ სასტუმროდ, ხოლო პარლამენტის ძველი შენობა რუსთაველზე სჯობს ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს გადაეცეს კამპუსის გასათავსებლად.
ამ სასტუმროს, ისევე როგორც ასობით სხვა აღმშენებლობით პროექტში მთელი გული ჩავდე. ყოველთვის 100% შედეგი არ მქონდა, მაგრამ იმედია შანსი მოგვეცემა ამ დიდი აღმშენებლობის გაგრძელების ახალი ენერგიით თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ' _ წერს მიხეილ სააკაშვილი.