https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გამჭრიახმა გურულებმა ჩემზე ადრე შეიცნეს, ვინ იყო სააკაშვილი და ხმაც ამიტომ არ მისცეს!”

10:06; 14.06.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინტერვიუს ჩასაწერად ეზო შევარჩიეთ. ეს ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუა კაბინეტს გარეთ.

_ ბატონო ბიძინა, მადლობას გიხდით, რომ ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ. როდის დაიწყო თქვენი შეხება გურიასთან?

_ ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით. ჩემი პირველი შეხება დაიწყო ბავშვობიდან, 10-12 წლის ასაკში. ჩემმა უფროსმა ძმამ, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა და განაწილების შედეგად მოხვდა ურეკში და აქ დარჩა. ზღვა პირველად აქ ვნახე ჭორვილადან ჩამოსულმა _ საოცარი გრძნობა იყო. იქედან მოყოლებული, ყოველ წელს დავდიოდი ჩემ ძმასთან. ძალიან მიყვარს გურია _ საოცარი ადგილია და საოცარი ხალხია გურულები. ურთიერთობა, ალბათ, აქედან დაიწყო. შემდეგ შეკვეთილში ვიყიდე მიწა _ ეს იყო უკაცრიელი ადგილი, პოლიგონი, სადაც ჯარისკაცებს წვრთნებს უტარებდნენ.

_ იყიდეთ მიწა და დაიწყეთ პროექტების გახორციელება, მათ შორის კი, ყველაზე ცნობილი “ციცინათელაა”, რომლის ადგილმდებარეობადაც აჭარას მიიჩნევენ. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც გახსნის დროს აღნიშნა, რომ ეს პარკი აჭარის ტერიტორიაზეა… არც ის უხსენებია, რომ პროექტი თქვენ განახორციელეთ…

_ სახელი რომ არ ხსენებულა, ეს ნორმალურია, რადგან ამას თვითონ ვცდილობდი, ჩრდილში ყოფნა მერჩია. საერთოდ ასეა _ თუ აკეთებ ასეთ საქმეს, არ უნდა იხმაურო და ჩემი დამოკიდებულება ქველმოქმედებასთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია. რაც შეეხება “ციცინათელას” მდებარეობას, გურიის ტერიტორიაზეა, თუმცა ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მე მოვისურვე ამ ადგილას აშენებულიყო. როცა მშენებლობას ვიწყებდი, იყო სხვა შეთავაზებები, განსაკუთრებით პრეზიდენტი ცდილობდა აქ არ აშენებულიყო, რადგან სწორედ ამ ადგილზე, მთელი რეგიონის კანალიზაციის სალექების გაკეთება სურდათ. იქ იყო საშინელი ბეტონის ნარჩენები, ბუნკერები, რომლის დანგრევასაც უამრავი დრო მოვანდომეთ, დაახლოებით ერთ მეტრზე მიწა ავწიეთ და ძალიან ბევრი სამუშაოები ჩავატარეთ. პრინციპულად მინდოდა. რომ სავარგული ადგილი ან ზღვისპირი არ გამეფუჭებინა, თანაც ზღვასთან ახლოს ყოფილიყო გამოუსადეგარი მიწა. ორი საქმე გავაკეთე _ გამოუსადეგარი ადგილი დავფარე, გავალამაზე საქმეც გაკეთდა… თუმცა, სამუშაოები გაცილებით ძვირი დაჯდა, ვიდრე შეიძლებოდა დამჯდარიყო.

_ რატომ არ უნდოდა პრეზიდენტს “ციცინათელას” გურიის ტერიტორიაზე აშენება? აქვე გვინდა გადავამოწმოთ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო თანახმა, ასევე შეკვეთილში დაგეწყოთ დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რომლის პიარს ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე აკეთებდა…

_ პრეზიდენტს უყვარს გამოთქმა, რომ უნიკალური იქნება, ისეთი, როგორიც არც ევროპაშია და არც მსოფლიოში. არ მინდა გავიმეორო, მაგრამ მართლაც ძალიან ლამაზი საკონცერტო დარბაზი გაკეთდება. გაისად, სეზონზე უკვე გაიხსნება და იქ ათი ათას კაცზე მეტი მოთავსდება. საინტერესოა იმით, რომ სახურავი მთლიანად შეიძლება გაიხსნას, როდესაც კარგი ამინდია, გვერდებიც კარგად იხსნება. თუ ქარი და წვიმაა, რაღაც ერთი-ორი წუთის განმავლობაში ეს ყველაფერი შეიფუთება მინაში _ ძალიან საინტერესო პროექტია. პოლიტიკაში მოსულს მერიდება ამის თქმა, მაგრამ რაკი ამ თემაზე ჩამეძიეთ, გეტყვით, რომ პრეზიდენტთან მართლაც მქონდა კამათი ჯერ “ციცინათელასთან” დაკავშირებით, შემდგომ _ საკონცერტო დარბაზზე. ორივეჯერ დაჟინებით ითხოვდა, რომ აქ არ აშენებულიყო. პირველ შემთხვევაში, ვერ გავარკვიე, რატომ. “ციცინათელას” მშენებლობა ადრე დავიწყეთ. მან მთხოვა, რომ ეს გამეკეთებინა აჭარაში, რაზეც ვუპასუხე, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა, თუმცა ეს ადგილი ჯობდა, რადგან ცენტრი იყო და იქ მისვლა თავისუფლად შეეძლოთ აჭარიდანაც და დანარჩენი საქართველოდან. მის დაჟინებას იმით ვუპასუხე, რომ აჭარაშიც გავაკეთებდი, მაგრამ აქაც უნდა გაკეთებულიყო. აჭარაში ვერ მომცეს ადგილი; რაც მომცეს, იქ კარუსელები და შემდეგ პარკი გავაკეთე. მე აჭარა ძალიან მიყვარს, მაგრამ მინდოდა, რომ “ციცინათელა” აქ აშენებულიყო. შემდეგ იყო საკონცერტო დარბაზი და პრეზიდენტი მთხოვდა, რომ ის თუ აჭარაში არა, ქუთაისში გამეკეთებინა. როცა დაჟინებით შევეკითხე, რატომ აქ არა და იმის შემდგომ თუ გინდა ქუთაისშიც გავაკეთოთ-მეთქი, მან ვერ დამალა წყენა, რომ 2004 წლის არჩევნებში გურიაში ყველაზე დაბალი შედეგი ჰქონდა! მე არ მინდა ახლა ჩემს რეაქციაზე მოგიყვეთ, თუ რა ვუპასუხე _ უხერხულია, თან ახლა პოლიტიკაში მოვედი და ცუდად გამომივა, მაგრამ უფრო კარგ რამეს გავიხსენებ. მინდა გურულებს მოვეფერო _ გურულები მართლა ბრძენი ხალხი ყოფილან, რადგან მეც მაჯობეს და უმრავლეს საქართველოსაც, რადგან გურულებმა ყველაზე ადრე შეიცნეს, ვინ იყო სააკაშვილი და შესაბამისად, მას გურიაში ისეთი მხარდაჭერა არ ჰქონია; ამიტომ, გურულები ჩემს თვალში ორმაგად ამაღლდნენ. საერთოდ, ძალიან მიყვარს გურია, გურული იუმორი, გურული სიმღერები, თუმცა, საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს. გურიაში, იმერეთის შემდეგ, ყველაზე მეტ დროს ვატარებ და შესაძლებელია, ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად, თუმცა არ მინდა საქართველოს კუთხეებად დაყოფაზე დიდი აქცენტი გავაკეთო. საქართველოს ულამაზეს კუთხეებს თითოეულს განუმეორებელი ხიბლი აქვს და ამითაა უნიკალური.

ყოჩაღ, გურულებს, რომ პრეზიდენტს ბრმად არ დაუდგნენ გვერდით, ისე, როგორც საქართველოს დიდი ნაწილი და მათ შორის მეც _ მეც მაგრად შემეშალა. მაშინ მთელი საქართველო აგონიაში იყო და ყველანი ბედნიერები ვიყავით; შედეგად კი ვნახეთ, რაც მივიღეთ. პრეზიდენტი იმიტომ არის გურულებზე განაწყენებული, რომ გურულებმა გამოიცნეს _ სხვა მიზეზს მე დღეს ვერ ვხედავ და კიდევ ერთხელ მინდა შევაქო გურულები, რომ მათი ჭკუამახვილობა, რაც იუმორშიც გამოიხატება, სულაც არაა შემთხვევითი.

_ ყურმოკვრით ვიცით, რომ თქვენი საქველმოქმედო კომპანია “ატუ” სხვა რამდენიმე პროექტსაც ახორციელებდა გურიაში _ დასუფთავების სამსახურის აწყობა, ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც დღეს ძალიან დიდი პრობლემაა გურულებისთვის. რა ბედი ელით ამ პროექტებს?

_ როდესაც ქველმოქმედებაზე მესაუბრებოდნენ და რაღაც პროექტს გამოკვეთდნენ, როგორც წესი, ვირიდებდი და არ ვსაუბრობდი. ყველაზე მეტად რაც მეამაყებოდა და რაც ყველაზე სწორი გახლდათ, იყო დიდი სურვილი, რომ ნაგვისგან გაგვესუფთავებინა სანაპირო ზოლი. ყველაზე მეტი დრო ამ პროექტს დავახარჯე, მაგრამ ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მივიღე. ხელისუფლებასთან პირველი განაწყენებაც მაშინ მომიხდა, სააკაშვილს ვეკამათე _ რატომ არ იყო მისთვის საინტერესო, რომ ნაგვისგან გასუფთავებულიყო ქვეყანა. მახსოვს კარგად, ისიც კი ვკითხე, ამ ზღვაში როგორ ჩადიხარ, როგორ ბანაობ-მეთქი. მე სიცრუე არ მიყვარს და მით უმეტეს, ახლა არ ვიტყვი ტყუილს; მიპასუხა, სკუტერებით შევდივარ რამდენიმე კილომეტრზე, დაცვა მომყვება, იქ ვცურავ და გამოვდივარ უკანო. კარგია, ქვეყნის პრეზიდენტი მზრუნველი ყოფილხარ,-მეთქი _ მაშინ ძალიან უკმეხად ვუპასუხე. მგონი, კარგად ვერც გაიგო და ვერც გააცნობიერა.

პრეზიდენტთან მქონდა შეთავაზება, კანალიზაცია მოგვეწესრიგებინა ბათუმსა და ქობულეთში. მიპასუხა, რომ ამას რომელიღაც გერმანული ფონდი აკეთებდა. მეც აღარ ჩავერიე. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და არ ვიცი ახლა დამთავრებულია თუ არა. ასეთ საკითხებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სირცხვილია, რაც სანაპიროზე ხდება, მდინარეებს ნაგავი ჩამოაქვთ _ ყველაფერი უნდა დაიწყო დროულად, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე; სახლების შეღებვით კი არა, ფუნდამენტი უნდა გაამაგრო ჯერ, კანალიზაცია უნდა გაიყვანო, ნაგვის გატანა უნდა ისწავლო და მერე უნდა შეღებო ფასადი ლამაზად. ასე რიგითობითაა ყველაფერი მშენებლობაშიც და ცხოვრებაშიც. ეს კაცი კი გარბის და პირდაპირ ჩამონგრეული შენობების შეღებვას იწყებს. ნეტავი გაჩვენათ თბილისში რა ხდება _ თავისუფლების მოედნიდან რომ ჩადიხართ კოლმეურნეობის მოედანზე, ხის დამპალ ძელებს აკრავენ მავთულბადეს, ლესავენ და ღებავენ! აი, ეს არის მისთვის მშენებლობა და ამაში ყრიან გაჭირვებული ხალხის ფულს! ახლაც გამოვარდა ისევ დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (“პლეხანოვად” მოიხსენიებს ამ ბოლოს, რატომღაც აღმაშენებელს აღარ ახსენებს) და აცხადებს, რომ საოცარი მშენებლობები მიდის, რომ ასეთი ბუმი საქართველოში არასდროს ყოფილა! გაიხედოს სხვა რესპუბლიკებში _ ჩავიდეს ბაქოში, ნახოს თუ გინდ ერევანში… ყველგან მშენებლობებია.

რაც შეეხება ამერიკულ თეთრ პეპელას; საშინელი მდგომარეობაა და ამ საკითხს ძალიან განვიცდი. როგორც შემეძლო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ვცდილობდი ამ პრობლემის გამკლავებას. სამწუხაროდ, შარშან ჩემი ვერტმფრენი ჩამოვარდა პილოტის შეცდომის გამო. ამ სეზონისთვის ახალი ვერტმფრენი ჩამოვიყვანე, გაზაფხულზე მთელი დასავლეთის ზოლის დამუშავებას შევძლებდით, მაგრამ ლიცენზია ჩამოგვართვეს. შეგიძლიათ თქვენც ჰკითხოთ და მეც მაინტერესებს, ეს რატომ გააკეთეს. ეს ჩემი პირველი პოლიტიკური განცხადებიდან ორ კვირაში მოხდა. ისეც, უამრავი ვერტმფრენი ჰყავთ და რა მოხდება რომ ხალხს მოახმარონ?! მითუმეტეს, როცა საქართველოს ბუნება ნადგურდება! ამ ეკოლოგიურ კატასტროფას სერიოზული და დაგეგმილი ბრძოლა სჭირდება, საოცრებაა, როცა ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს.

_ რა იყო თქვენი პოლიტიკაში მოსვლისთვის აუცილებელი “ბოლო წვეთი”, გარდა იმისა, რომ როგორც ბრძანეთ, თქვენმა შვილმა რჩევა მოგცათ. ამბობენ, რომ ამის მიზეზი თქვენსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება გახდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა?

_ არა, ვერასდროს გაბედავდა, რომ ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინა. მეც არასდროს მიმიყენებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, მით უმეტეს _ პრეზიდენტისთვის. თუმცა, ხმამაღალი საუბარი მქონდა და ერთ-ერთი იყო “ციცინათელასთან” დაკავშირებული ინციდენტი. მე მგონი, ეს იყო პირველი გაღიზიანება ჩემი მხრიდან, როდესაც დავინახე, რომ ამ კაცს აქვს პირადული დამოკიდებულება რეგიონის მიმართ და ამიტომ არ სურდა აქ აშენებულიყო გასართობი პარკი.

თუმცა, პრეზიდენტთან დაპირისპირება თავისთავად გამოიხატება _ მე მუდმივად ვუხსენებ, რომ მისი იდეოლოგიის ბრალია რაც ხდება და ერთადერთი კაცია ამაში დამნაშავე.

მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და არც მინდოდა პოლიტიკაში მოსვლა; მით უმეტეს, ჩემს მეუღლეს და შვილებს არ ჰქონდათ ამის სურვილი. თუმცა, ვხედავდი, რომ შეიძლებოდა ქვეყანა დამეკარგა და ამას ძალიან განვიცდიდი. როცა უტა, ჩემი უფროსი შვილი “მომაწვა” და ჩემი მეუღლეც მის მხარეს გადავიდა, ეს იმის გამო მოხდა, რომ მათ დაინახეს, როგორ არ მინდოდა საქართველოდან წასვლა. მათ დაინახეს, რომ ეს ჩემთვის კატასტროფა იქნებოდა და ვერ გადავიტანდი _ შეიძლება დარჩენილი ჩემი ცხოვრება არარაობად ქცეულიყო. მიხვდნენ, მე სხვანაირად არ შემეძლო და მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს.

_ რატომ იყო თქვენი საქართველოდან წასვლა აუცილებელი, ხელისუფლება გაიძულებდათ?

_ კი, ერთი წლის განმავლობაში მუდამ იყო მინიშნებები. ახლა არ გავიხსენებ, თავის “ოპოზიციონერებს” რომ გამოუშვებდნენ და მათ მიერ მართული პრესით ახდენდნენ ზემოქმედებას. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს დიდ დროს წაიღებს. თავადაც ვგრძნობდი, ძალიან კარგი ანალიზის უნარი მაქვს და ძალიან კარგად მჩვევია ოპონენტის ბანაკში “გადავიდე” და შორიდან შევხედო ჩემს თავს და სიტუაციას. მე მათთვის ძალიან უხერხული პერსონა ვიყავი _ პრაქტიკულად, ერთადერთი კაცი, რომელსაც ჰქონდა ძალა, თავისუფლება და შეეძლო რაღაც გაეკეთებინა ქვეყნისთვის. ეს მათ ძალიან აღელვებდათ. კონტროლირებადი ბიზნესი, დაბალანსებული პოლიტიკური სეგმენტი _ ფაქტობრივად, საქართველოში აღარ არსებობდა ძალა, ვისაც შეეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა; ამიტომ ნერვიულობდნენ.

ვუგზავნიდი ინფორმაციებს, რომ ოქტომბერში წავალ-მეთქი _ მაქსიმალურად ვწელავდი დროს, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა იმ დროს, რომ მე პოლიტიკაში მოვიდოდი. დროს ვიგებდი, რომ იქნებ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე გამეკეთებინა აქცენტი, დავხმარებოდი და გვერდში დავდგომოდი. დანარჩენი თქვენც იცით.

_ ბატონო ბიძინა, იყო 2007 წლის 7 ნოემბერი, რომელსაც მოჰყვა 2008 წლის ომი, შემდგომ _ 26 მაისი… ეს თარიღები არ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ უფრო ადრე წასულიყავით პოლიტიკაში?

_ პოლიტიკაში წასვლას 7 ნოემბრის და იმის შემდგომ პერიოდში საერთოდ არ ვგეგმავდი. ეს ჩემი ხასიათია _ თავს უფლებას ვაძლევ, იქ არ წავიდე, სადაც წასვლის სურვილი არ მაქვს და არც მომწონს. ამას ვახერხებდი და ყოველთვის ყველაფერს გულწრფელად ვამბობდი… 7 ნოემბერი, უბრალოდ, გარდამტეხი იყო სააკაშვილისადმი დამოკიდებულებაში. თუ ადრე კიდევ ვახერხებდი ილუზიები შემექნა და კონფლიქტამდე არ მიმეყვანა ჩვენი დამოკიდებულება, 7 ნოემბრიდან დაიწყო სერიოზული კონფლიქტი ჩვენს შორის. 2008 წელს უკვე გავაცნობიერე, რომ ეს კაცი არალეგიტიმური იყო; არ იყო ის ადამიანი, რომელიც ავირჩიეთ 2003 წელს, რომ ყველას შეგვეშალა. დავიწყე მცდელობა შემესწავლა პოლიტიკური სპექტრი, რამდენადაც მინდოდა დავხმარებოდი რომელიმე პარტიას და ლეგიტიმური ძალა მოსულიყო ხელისუფლებაში.

_ მართალია, რომ შვიდ ნოემბერს თქვენს მიერ ნაყიდი იარაღით და ტექნიკით ესროლეს ადამიანებს?

_ ამას ნათელაშვილი და მაგათი მართული პრესა აცხადებდა. როგორ შეიძლება ასეთი რამე მომსვლოდა თავში და როგორ შეიძლებოდა ასეთი ტექნიკის შეძენაში დავხმარებოდი?! თუმცაღა, ტექნიკის შეძენაში ვეხმარებოდი ქვეყანას. როდესაც თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ფონდით ვაფინანსებდი გარნიზონების მშენებლობისთვის, ტანსაცმლის და სხვა ჰიგიენური საშუალებების შეძენისთვის, მუდამ გამოვკვეთდი, რომ ჩემი ფულით არ შეძლებოდა არათუ ხალხის მომწამლავი იარაღის, არამედ არანაირი იარაღის შეძენა. ამას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი. მინდოდა ჩემი რესურსები დახარჯულიყო მშენებლობაზე და იმისთვის, რომ ჯარისკაცებს ნორმალურად ეცხოვრათ, ჰქონოდათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელია. საპატრულო პოლიციის მანქანების შეძენაშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ სამხედრო ტექნიკის შეძენაში, ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, არანაირი წვლილი არ მაქვს.

_ დღემდე არსებობს შეკითხვები ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბევრს არ სჯერა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა… თქვენი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილია თქვენი ლიკვიდაცია. შემდეგ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ საკითხს თქვენი ჯგუფები შეისწავლიდნენ. რა შეისწავლეს და რამდენად რეალურია თქვენი ლიკვიდაციის გეგმის არსებობა?

_ ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით ბადრი პატარკაციშვილზე. ასევე, ზურაბ ჟვანიაზე მეკითხებიან ხშირად; ეჭვები, რა თქმა უნდა, რჩება, განსაკუთრებით _ ჟვანიაზე ძალიან დიდია ეჭვი. ამ საკითხში კომპეტენტური ვერ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რატომ და როგორ მოხდა, მაგრამ ის რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, თამამად შემიძლია გითხრათ. ის, რომ ჩემ შესახებაც გეგმის რამდენიმე ვარიანტი აქვთ, არც მაგაში მეპარება ეჭვი. ეს კაცი ყველაფერზე წამსვლელია. ეს ყველაფერი სააკაშვილის იდეოლოგიაზეა მორგებული. ახლა თითქოს ვერაფერს ამჩნევს, ისე დარბის მთელ საქართველოში და ჰგონია, რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ ძალიან ცდება. ცოტაც დაველოდოთ სიტუაციას. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება.

_ პოლიტიკაში მოსვლამ ფინანსურად დაგაზარალათ: გუშინ 150 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დაგაკისრეს. აპირებთ თუ არა ამ თანხის გადახდას?

_ თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე აბსურდია. თქვენ უნდა ნახოთ სასამართლოსა და ადვოკატების საუბრის ჩანაწერები _ ეს არის ყველაზე საინტერესო. სასამართლო დავიდა “რეალ-ტივის”, “რუსთავი-2”, “იმედის” თუ გინდ “პირველი არხის” დონეზე. როგორც ისინი ჭორაობენ, ისე ხდება სასამართლოშიც. მათი ტერმინოლოგიაც ლამის ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ადვოკატები სვამენ კითხვას _ გვაჩვენეთ კავშირი რაღაც ორგანიზაციასა და ივანიშვილს შორის, მოსამართლე პასუხობს _ ეს ხომ ყველამ იცის! რას ნიშნავს “ყველამ იცის”?! კავშირებს ჭორებით ადგენენ ისე, როგორც სააკაშვილის ტელევიზიები, რომლებმაც თავიანთი ტერმინოლოგია სასამართლოში გადაიტანეს. მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის თავს, ადვოკატს განმარტება მისცეს იურიდიულად, კანონის საფუძველზე. ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

_ ეს თანხა თქვენ 7 დღეში გაქვთ გადასახდელი და რა იქნება, თუკი არ გადაიხდით?

_ ეს უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას _ რას აპირებენ შემდგომში. მე მინდა დავაწყნარო საქართველოს მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აგონიაში, ისტერიკაში არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პროცესი შემოაბრუნონ. უფრო სწორად, ერთი კაცია ისტერიკაში და კარგად ხვდება, რომ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი განვითარდება ლოგიკურად და ერთი კაცი ვერ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის შეჩერებას. თქვენ ნახეთ, როგორი იყო ქუთაისი და მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი იქნება ოზურგეთი!

_ როგორი? რას ელით ოზურგეთისაგან?

_ ოზურგეთში უფრო ძლიერი მუხტი იქნება, რაც იყო თბილისსა და ქუთაისში. გურია ერთ-ერთი პატარა რეგიონია მოსახლეობის რაოდენობით და ვერ შევადარებთ თბილისსა და ქუთაისს, მაგრამ გურულების სულის სიმძაფრე არავისზე ნაკლები იქნება! გენიალური მაგალითი ის გახლავთ, რომ, როდესაც მეც ეიფორიაში ვიყავი და მთელი საქართველოც, გურულებმა ამოიცნეს ვინ იყოს სააკაშვილი!

_ თქვენმა განცხადებამ, რომ არ გამოიყენებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ, ბევრს იმედები გაუცრუა. საზოგადოების უმრავლესობა ხმის მიცემას ბიძინა ივანიშვილისთვის აპირებდა და არა იმ გუნდისთვის, რომელიც თქვენს ირგვლივაა, ბევრის მიმართ ეჭვი და უნდობლობა არსებობს. როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით?

_ მე დიდი ხანია გუნდი აღარ მიხსენებია და თავს უფლებას მივცემ, ცოტა მეტი ვისაუბრო ჩემ გუნდზე. ძალიან კარგი გუნდი მყავს. რა თქმა უნდა, იქ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდა გარკვეული შეცდომა და მეც თითოეულ მათგანთან მქონდა კონკრეტული საუბარი. ამოვწიეთ ეს შეცდომები, ვიმსჯელეთ, ბევრი შეცდომა ჩასწორდება, მაგრამ რაც მთავარია, მათ შორის, ძალიან ბევრი გულწრფელი და კარგი ადამიანია. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს გუნდში და ძალიან ბევრ პოლიტიკოსს განსხვავებულს იხილავს საქართველოს მოსახლეობა. მათ გააცნობიერეს, რომ სადღაც მათი ისეთი პრინციპულობა ზოგჯერ არ იყო საჭირო ან არ იყო საკმარისი. რაც შეეხება ბლოკს, მას ექნება სახელი “ივანიშვილი _ “ქართული ოცნება”. გვარი გამოკვეთილი იქნება, ნომრით შვიდი და ჩვენი მოსახლეობა კარგად გაიგებს. ის, რომ მე საპარლამენტო სიაში არ ვიქნები, პრაქტიკულად, არაფერს ცვლის. ჩვენ, მოვალთ პარლამენტში ორი მესამედით და შეიძლება სამი მეოთხედითაც მოვიდეთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად შევცვალოთ ის, რაც აუცილებელია. მე დავიბრუნებ საქართველოს მოქალაქეობას და ყველაფერი იქნება გეგმიურად.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება პოზიციებს უბრძოლველად დათმობს?

_ მაგათ მაგის იმედი აქვთ და ქმნიან ეიფორიას, რომ დიდ წინააღმდეგობას გაწევენ, გააყალბებენ, რაღაც საოცრებებს ჩაიდენენ. 27 მაისს, პრაქტიკულად მთელი თბილისი გამოვიდა. ვინც მოსვლა ვერ შეძლო, სახლებიდან თუ მაღაზიებიდან გვესალმებოდნენ. ასე იყო ქუთაისშიც. ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სოფლებიდან ჩამოვიდა ხალხი, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ქუთაისელი იყო. ყველამ კარგად იცის, რა ხდება და მაგათ არავინ შემოხაზავს _ რამდენიმე მაღალჩინოსანს მისი ნათესავებიც კი არ მისცემენ ხმას. რეალურად, ამათ თუ ეს პოლიტიკა გააგრძელეს, დიდი შანსი აქვთ, რომ საერთოდ ვერ შევიდნენ პარლამენტში. მაგათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი ძველი დუქანივით იქნება და გაყალბებას შეძლებენ, როგორც ადრე. არაფერი მსგავსი არ მოხდება _ ორგანიზებულები ვართ. ზემოდან თუ ქვემოდან, ყველგან ყველაფერს გავაკონტროლებთ და გადავიღებთ. ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ, ცოტა დრო დარჩათ. თუ შემობრუნდებიან, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში შემოსვლა შეძლონ. საქართველოს მოსახლეობას დღეს აღარ სურს, რომ ხმა მისცეს, დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელსაც ესენი წარმოადგენენ.

_ ბატონო ბიძინა, საზოგადოება გირჩევთ, რომ გადახედოთ გარემოცვას _ განსაკუთრებით რეგიონში დანიშნულ კადრებს. გურიის შემთხვევა ძალიან რთულია. ის დაპირისპირება, რომელიც ოზურგეთშია და გაზეთით თუ ფეისბუქით ვრცელდება, ის რომ ჩოხატაური პრაქტიკულად უმოქმედოა და არც ლანჩხუთია ისეთი აქტიური, როგორც ადრე, კარგს არ ნიშნავს… გურულები ამას მიჩვეული არ არიან…

_ გეთანხმებით. გურულები გამჭრიახი ხალხია. აბსოლუტურად ვიღებ თქვენს შენიშვნებს. ივნისის ბოლომდე გამოვასწორებთ ამ სიტუაციას. ყველაფერს ვერ ვასწრებდით და ვერ ვახერხებდით. მე სრულად ვარ ჩართული პროცესებში და სადაც ვერ ვახერხებ, იქ ყველაფერი არ გამოდის ისე კარგად, როგორც გვინდა. უმრავლეს შემთხვევებში სწორი გადაწყვეტილებები გაქვს მიღებული, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთ შტაბსა და რეგიონში არის პრობლემები და ამას მივხედავთ. ახლა ჩასვლასაც ვაპირებ რაიონებში, ყველა სოფელში, ყველა პატარა დასახლებას უნდა ვესტუმრო. მანამდე, კორექტირებებს გავაკეთებთ. კარგად იცით რა პერიოდში, როგორი ძალადობის პროცესში გვიწევდა მუშაობდა. გვიკეტავდნენ ოფისებს, მათ მეპატრონეებს დაკითხვებზე იბარებდნენ

_ ხელისუფლებაში მოსასვლელად რამდენი მილიარდის დასახარჯად ხართ მზად?

_ უცხოელებს უჭირთ ამის გაგება, მაგრამ თქვენთვის იოლი იქნება: ჩვენ არაფერი სასწაული არ დაგვიხარჯავს ჯერ, ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ. რასაც ესენი აჟღერებენ და მე მომაწერენ, სულაც არ არის ბევრი _ სულ რაღაც 20 მილიონზეა საუბარი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლისთვის ფული გადამწყვეტი არ არის. ყველამ იცის, ვინ ვარ, არსებობს მოსახლეობის ნდობა და ეს ნდობა აუცილებლად გამართლდება.

_ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი გურულებისთვის…

_ ძალიან მიყვარხართ, მჯერა, რომ ოზურგეთში ყველანი თანამებრძოლები გავხდებით და ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, ისეთ გურიაში, როგორიც გვეკადრება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რამაზ ნიკოლაიშვილი: "ურეკში კანალიზაციაც მოწესრიგდება..."

მზესუმზირის 87 წლის გამყიდველი, ურეკში, პრეზიდენტს უნდა შეხვდეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება” _ გზების დეპარტამენის განცხადება

10:55; 18.12.2025
საზოგადოება

ხანძარი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე

10:50; 18.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

10:43; 18.12.2025
სამართალი

“ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე მჟა­ვა შე­ას­ხა, ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და”

10:15; 18.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:03; 18.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, დედა ადგილზე დაიღუპა

9:58; 18.12.2025
სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

9:46; 18.12.2025
საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17.12.2025
ფინანსები

“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

17:12; 17.12.2025
ფინანსები

თიბისი 33 წლისაა- თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

16:59; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო