ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19 სამტრედიის მუნიციპალიტეტში 41 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1 254-ს მიაღწია, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 245 პირი.
152 ინფიცირებულებული სხვადასხვა კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 682 სამტრედიელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
სამტრედიაში კორონავირუსით 10 ადამიანია გარდაცვლილი.
სამტრედიაში არსებული კოვიდვითარების შესახებ ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.