https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრემიერი გურულ ახალგაზრდას: “იდეა, რომელიც თქვენ მომაწოდეთ, არავისგან მომისმენია”

16:08; 15.08.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ჩვენ მივესალმებით თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებში და მათ შორის სკოლაშიც", _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ივლიტას ბიბლიოთეკაში", "გურია ნიუსისა" და "POST- ალიონის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, გურულ ახალგაზრდებთან საუბრისას გააკეთა.

მთავრობის მეთაური, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის თათია ქილიფთარის იდეამ მოხიბლა, რომელიც სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერებას ეხებოდა:

_  პირველ რიგში, მინდა მივესალმო თქვენს გეგმებს და გითხრათ, რომ პატივს ვცემ იმას, რომ  ლიბერალურ ღირებულებებს უჭერთ მხარს; პატივს ვცემ იმას, რომ ცდილობთ ის პროფესიები დააფინანსოთ, რომლებიც სამომავლოდ უფრო გამოყენებადია და პატივს ვცემ იმას, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება გსურთ. ბიზნესსექტორში არსებული სიახლეები, გამოწვევები ახსენეთ და ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეთ ყურადღება.  ჩემი აზრით, ახალგაზრდები ჩართულობას უნდა სწავლობდნენ სკოლაში და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა სწორედ ესაა _ სკოლების თვითმმართველობა. არც ერთი პოლიტიკოსისგან, არც ერთი საარჩევნო კამპანიის დროს არ მსმენია, რომ ეს საკითხი ვინმეს წინ წამოეწიოს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბავშვებიდანაც ნაკლები გამოხმაურებაა; თუმცა, მიმაჩნია, რომ დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებების გააზრება თვითმმართველობით იწყება, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება სკოლის დეცენტრალიზაციისთვის. მე ვიყავი სკოლის თვითმმართველობის წევრი. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლას არ ჰქონდა ბიუჯეტი და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ სკოლის ასოციაციას რესურსცენტრი და საერთოდ განათლების სამინისტრო, ხელი გვეშლებოდა, ბავშვებს გაგვეკეთებინა ის, რაც მოგვწონდა. მე ვფიქრობ, სკოლებში თვითმმართველობის განვითარება განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, _ მიმართა თათია ქილიფთარმა პრემიერს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი იდეა არავისგან მოუსმენია და თუკი სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ჩარევა გახდება საჭირო, ის მზად არის: თვითმმართველობის სისტემის ცვლილებაზე ბოლო დროს ბევრი დებატი გაიმართა. სტუდენტთა ნაწილი ერთ მოდელს ემხრობა, ნაწილი _ მეორეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ შესთავაზა მათ პლატფორმის შექმნა, რათა მოხდეს მსჯელობა, თუ რა სახის თვითმმართველობა გვინდა, როგორი გვინდა და  როგორ ავიცილოთ თავიდან სახელმწიფოს ჩარევა  და მანიპულირება. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ  სტუდენტების აზრით მანიპულირება მოვახდინოთ; პირიქით, ჩვენ მივესალმებით თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებში და რა თქმა უნდა, სკოლაშიც. ძალიან საინტერესო იდეაა, რაც თქვენ მომაწოდეთ, არავისგან მომისმენია და  რა თქმა უნდა, მივესალმები. თუ ამისთვის საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დამატებითი წახალისება, დიდი სიამოვნებით.  დარწმუნებული ვარ, რომ დამამთავრებელ კლასებში ბევრ ახალგაზრდას ექნება სურვილი  ასეთი ტიპის პლატფორმის შექმნის _ ადგილის,  სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების მობილიზებას სკოლის ადმინისტრაციასთან, _ აღნიშნა პრემიერმა თათია ქილიფთარის კითხვის პასუხად.

არაფორმალური განათლების აუცილებლობაზე მთავრობის მეთაურს ზურაბ თავართქილაძე   ესაუბრა, რომელიც ასევე დაინტერესდა პრემიერის პოლიტიკური იდეოლოგიით:
_  დღეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ისეთი სკოლაა, სადაც კარგი და ხარისხიანი განათლების მიღება შეიძლება და  ის არ არის მხოლოდ დედაქალაქში და დიდ ქალაქებში. მაგალითად, გურიაში, ჩოხატაურში ბევრი კარგი სკოლაა, თუმცა სკოლებში ვიღებთ მხოლოდ ფორმალურ განათლებას.   ჩვენ შეიძლება კარგი ცოდნა გვქონდეს, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ უბრალოდ ვერ ვიყენებთ ამ ცოდნას _  ამ ფორმალურ ცოდნასა და ნებისმიერ ცხოვრებისეულ მომენტებს შორის არის ნაპრალი. შესაბამისად, ამისთვის საჭიროა არაფორმალური განათლება, რომელიც ავსებს ამ ნაპრალს. თქვენი აზრით, თუ არსებობს ჩემ მიერ დასახელებული პრობლემა დღეს და როგორ შეიძლება სკოლის დონეზე გადაიწყვიტოს ეს პრობლემა, როგორ უნდა დავნერგოთ სკოლაში არაფორმალური განათლება?
 და მეორე კითხვაც მინდა დაგისვათ _ თქვენ ახსენეთ  ბიზნესსექტორის განვითარება და ასევე გადასახადების გაუქმება და შემცირება, რომელიც 2017 წლიდან იგეგმება. ეს  ცალსახად ლიბერალიზაციაა, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო ახორციელებს  სუბსიდირებას ძალიან ბევრ სფეროში. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია ეკონომიკის მხრივ და ამ სუბსიდირების როლი  _ რამდენად მომგებიანია, როგორ უნდა გახორციელდეს _ უნდა იყოს პერიოდული და შემდეგ უფრო დიდ გეგმებს ისახავს, თუ უნდა შეწყდეს?

პრემიერის განმარტებით, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია:

_ მე არ ვიცი, დღეს სკოლებში თუ არის ამ ტიპის პროექტები,  ან ცალკეულ სკოლებში თუ პილოტირდება, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ამაზე მსჯელობა. გეთანხმებით, რომ ერთია  ფუნდამენტური დისციპლინები შეისწავლოთ  და მეორეა, ალბათ, უნარები  შეიძინო, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეს ცოდნა გამოიყენო სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით. ალბათ, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას.  ერთადერთი ეს შემიძლია გითხრათ, საჭიროა რომ ამაზე გარკვეული დისციპლინა შეიქმნას.  მე მოვინიშნე თქვენი შეკითხვა და აუცილებლად მექნება საუბარი მინისტრთან, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დრო, როცა საკადრო გადაწყვეტილებებს ერთი ხელის მოსმით იღებდა,თუმცა, დღეს ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს:

_ ცხოვრებისეული გამოცდილება გასწავლით რაღაცეებს _   ადამიანის ემოციური განწყობაც იცვლება დროთა განმავლობაში. მე, როგორც საკმაო გამოცდილების ადამიანს კერძო სექტორში, როგორც ყოფილ მენეჯერს, შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს, თუნდაც საკადროს, ერთი ხელის მოსმით ვიღებდი, როცა  35 წლის ვიყავი. დღეს ბევრს ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება  მივიღო თუ არა _ ამას გასწავლით ცხოვრება, გაჭირვებაც, რომელიც მეც ბევრჯერ მაქვს ნანახი, როგორც ყველა ადამიანს.

მე, ალბათ, მემარცხენე ვერასოდეს გავხდები. საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება, ვიყოთ მემარცხენეები _  ეს იქნება უპასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.  ამას ვამბობ აბსოლუტურად ცხადად. თუ მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი გაინტერესებთ _ მემარჯვენე ცენტრისტი ვარ.  ჩვენს პარტიას ჰქვია სოციალ-დემოკრატიული _ მე გამაჩნია გარკვეული პროტესტი ამასთან დაკავშირებით,  მაგრამ ეს უფრო ასახავს ჩვენი პარტიის აფინირებას  ევროპელ პარტნიორებთან, ვიდრე მიმართულებას.

ჩვენ ვართ მემარცხენეები ჯანდაცვის სექტორში, მაგრამ ეს იყო აუცილებელი რეფორმა  იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ, უბრალოდ, ვიღუპებოდით.  მოდით, ვთქვათ პირდაპირ: ადამიანებს აღარ ჰქონდათ არანაირი საშუალება, რომ ემკურნალათ და ამისთვის სახლის დაგირავება, მევახშეებისგან სესხის აღება უწევდათ; ეს იმდენად  ეგზისტენციალური საკითხი გახდა ქვეყნისთვის, ჩვენ რომ აქ მემარცხენე მიდგომით არ ჩავრეულიყავით, არაფრით არ შეძლებოდა, რადგან ერის ყოფნა-არყოფნაზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, ჯანდაცვაში ვართ მემარცხენეები, უფრო სწორად, საწყის ეტაპზე ვიყავით. დღეს ხდება ამ პრობლემის კორექტირება; მე, მაგალითად, არ უნდა მიმკურნალოს სახელმწიფომ, რადგან მე საკმაოდ დიდი ხელფასი მაქვს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვართ ცენტრისკენ გადახრილი მემარჯვენეები.

რაც შეეხება სუბსიდირებას _ ყველა პროგრამა, რაც ჩვენ გაგვაჩნია სუბსიდირების  მიმართულებით, არის ისე სტრუქტუირებული, რომ ის არ არღვევს კონკურენტულ გარემოს. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამწყებ ეტაპზე.  მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში, ეს არის 7 წელი. არასასოფლო წარმოების პროგრამა "აწარმოე საქართველოში" სუბსიდირებას  ახდენს მხოლოდ ორი წელი.  არცერთი  პროგრამა არ შედის კონკურენციაში კერძო სექტორთან; საპარტნიორო ფონდიც კი,  რომელიც სახელმწიფო რესურსებს იყენებს  კერძო სექტორის წასახალისებლად. ჩვენ ბიძგს ვაძლევთ ეკონომიკას  საწყის ეტაპზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ იძლევა კონკურენტული გარემოს დამახინჯებას _  ეს არის მთელი ფილოსოფია ძალიან მოკლედ ჩამოყალიბებული, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ლანჩხუთელი ნინო ტანდურაშვილი დაინტერესდა, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და მოხდება თუ არა სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა:

_ განათლებას შესაბამისი სახსრები ესაჭიროება და სამწუხაროდ, საქართველოში ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ სწავლის საფასური გადაიხადოს.  ეს პრობლემა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს აწუხებთ, რომლებიც  სოციალურად დაუცველები არიან. მე ვსარგებლობ ამ სტატუსით; ჩემსავით ბევრი ბავშვია, ჩემი მეგობრები, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება, რომ ერთი წელიც კი მომზადებულიყვნენ და მიეღოთ შესაბამისი განათლება, რომელიც სკოლაში არ მიიღება. სახელმწიფოს დამოკიდებულება როგორია ამ საკითხის მიმართ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ბავშვები დააფინანსოთ? თუ მეტყვით, რომ დაფინანსება ნიშნავს გრანტს, გიპასუხებთ, რომ გრანტის აღება ძალიან რთულია. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშნელოვანი პრობლემა _  ხშირად, საცხოვრებლის არარსებობა  განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ბავშვები  კარგავენ სტუდენტის წოდებას  და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ხდება იძულებული, რომ დაჯდეს სახლში. ამიტომ მაინტერესებს, სახელმწიფო  რა ცვლილებებს შეიტანს განათლების სისტემაში ამ ყველაფრის შესაცვლელად...

_ ირაკლი ღარიბაშვილის აზრი იყო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება.  დიდი კომპლექსი შენდება, სადაც იქნება საშუალება, რომ სტუდენტებმა იცხოვრონ. ეს ძალიან კარგი ინიციატივა იყო და ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა მომავალშიც იქნება. რაც შეეხება რეპეტიტორებს და მომზადებას საყოველთაო გამოცდებისთვის _ აქ მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.  ჩვენ  გვქონდა ამაზე საუბარი განათლების ახალ მინისტრთან. მეთორმეტე კლასის საკითხი საკმაოდ პრობლემატურად  დგას.  ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაგრამ  ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა დახარჯოს რესურსი ამ მიმართულებით.  გეთანხმებით, რომ კონკურენტულ გარემოს საგრძნობლად აზიანებს ის, რომ ყველა ბავშვს არ აქვს საშუალება, ერთნაირად დახარჯოს რესურსი, რაც საბოლოო შედეგებზე აისახება. ხშირ შემთხვევაში,  უნარიანი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, გარეთ თუ არ რჩებიან, იმ უნივერსიტეტებში ვერ ხვდებიან, სადაც მათ სურთ,  _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერისა და ახალგაზრდების საუბარი იყო სწორედ  გადაცემის "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" პირველი ბლოკის თემა. მეორე ბლოკში კი შეხვედრაზე დასმულ საკითხებზე, არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერება მოსწავლეებზეა დამოკიდებული:

_ მათ უნდა წარმოადგინონ ინიციატივები, პროექტები, რომლებიც აუცილებლად დაფინანსდება. ამაზე საუბარი ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერს, რომლებმაც ახალგაზრდებს თანადაფინანსება შეპირდნენ, თუმცა მე არ მახსენდება პროექტი, რომელიც ახალგაზრდების მიერ იყო ინიცირებული, _ აღნიშნა იმედაშვილმა და მოსწავლეებს მოუწოდა ამ მიმართულებით უფრო გააქტიურდნენ.

ლელა იმედაშვილმა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი ტიპის მასწავლებლები სჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკოვანი მასწავლებლები სახლში უნდა წავიდნენ:

_ უამრავი პროგრამა ხორციელდება, ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, რაც ძალიან კარგია, _ აღნიშნა იმედაშვილმა.

როგორ უნდა მოახერხოს მასწავლებელმა საკუთარი თავის რეალიზება, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი ფორმულა, მოსალოდნელია თუ არა მეთორმეტე კლასის გაუქმება და ვის მხარესაა გენდერული ბალანსი განათლების სისტემაში _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხების გასაგებად უყურეთ გადაცემის სრულ ვერსიას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი კანდიდატი საბურთალოზე ლევან გოგიჩაიშვილი იქნება

მამუკა მდინარაძე _ "ოცნების" კიდევ ერთი კანდიდატი საბურთალოზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17.01.2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17.01.2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17.01.2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:47; 17.01.2026
ზაფრანი

კარმის კანონი

10:46; 17.01.2026
საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო