კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო მუტაციას, რომელიც ხსნის მისტიურ მოვლენას ზოგიერთ ადამიანში _ ღია ფერის თვალებს. ყველა ცისფერთვალება ბავშვი დაკავშირებულია ერთ ადამიანთან, რომელიც შავი ზღვისპირა რეგიონში 6-10 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა.
კვლევის შედეგები ჟურნალ „Human Genetics“-ში გამოქვეყნდა. მუტაციური გენი სახელად OCA2, დაახლოებით, 8 000 წლის წინ გამოჩნდა. მკვლევართა თქმით, ის ნამდვილად შავი ზღვისპირა რეგიონში მცხოვრებ წინაპარს ეკუთვნოდა.
ექიმი ჰანს ეიბერგი აცხადებს, რომ იქამდე ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა. "გენეტიკურმა მუტაციამ გავლენა მოახდინა OჩA2-ის გენზე ჩვენს ქრომოსომებში, რამაც ყავისფერი თვალების გენი, ფაქტობრივად, "გამორთო", _ აცხადებს ეიბერგი.
როდესაც ცისფერთვალება ადამიანები იორდანიიდან, დანიიდან და თურქეთიდან გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ მათი გენეტიკური განსხვავებები დედის გენით იყო განპირობებული.
თუმცა, ყავისფერი მელანინის პიგმენტი კვლავ დომინანტია. ბოლო გამყინვარების შემდეგ ევროპულმა რასამ განიცადა მუტაცია, რომელიც განასხვავებს მათ მთელი კაცობრიობისგან.
ევროპელების 95%-ს სკანდინავიურ ქვეყნებში ცისფერი თვალები აქვთ. მათ, თმა და კანიც ღია ფერის აქვთ.
ევროპაში სხვადასხვა თმის ფერის და კანის პიგმენტი უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა კონტინენტზე მსოფლიოში.
სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სისხლის შერევის შემდეგ, ქერათმიანი და ცისფერთვალება ადამიანი პირველად 25 000 წლის წინათ გამოჩნდა. მკვლევარები ამას ნეანდერტალელთა წარმომადგენლებს მიაწერენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნეანდერტალელის დნმ არცერთი თანამედროვე ჰომო საპიენსის გენში არ აღმოუჩენიათ, მეცნიერებს სწამთ, რომ ეს თეორია სწორია, რადგან უკეთესი მიგნება, ჯერჯერობით, არ აქვთ.
კითხვა კი შემდეგია: "რატომ მოხდა ისე, რომ დედამიწაზე, რომელზეც 10 000 წლის წინათ მხოლოდ ყავისფერთვალება ადამიანები არსებობდნენ, დღეს ევროპელების 20-40%-ს ცისფერი თვალები აქვთ?" კითხულობს Wisconsin-Madison-ის უნივერსიტეტის მკვლევარი, _ "თუმცა ამ გენს ერთი დადებითი თვისება ნამდვილად აქვს ადამიანებისთვის – ის მათ მეტ შვილებს აჩენინებს".