დღეს, საღამოს ცნობილი გახდება, გაერთიანდება თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ „ახალი მემარჯვენეების“, „ახალი საქართველოს“ და „გირჩის“ ბლოკთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა აღნიშნული ბლოკის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. პაატა ბურჭულაძის თქმით, ჯერ მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა ჰქონდათ, გადაწყვეტილებას კი შიდაპარტიული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებენ.
„ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და ახლა შიდაკონსულტაციები გაგრძელდება ჩვენს პარტიაში. შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს“, _ განაცხადა ბურჭულაძემ.