ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას ბირთვული დარტყმით ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოველწლიურ სამხედრო წრთვნებს პროვოკაციული უწოდა და სამხრეთ კორეას ბირთვული დარტყმით დაემუქრა.
როგორც ცნობილია, სამხედრო წრთვნაში, რომელიც 2 სექტემბერს დასრულდება 25 000 ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მონაწილეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საომარ მდგომარეობაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სამხედრო კონფლიქტი 1950 წელს დაიწყო და 1953 წელს ზავით დასრულდა.
გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი პოზიციის შესახებ სამხედრო წრთვნების დაწყებისთანავე განაცხადა, მან ასევე სამხრეთ კორეას, წლის დასაწყისში, ერთ-ერთი რესტორნიდან გაქცეული 12 ოფიციანტის დაბრუნება მოსთხოვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფხენიანი ამტკიცებს, რომ ქალები გაიტაცეს, ხოლო სეული ბრალდებას უარყოფს.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, პარკ ჟინ ჰე აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმი იშლება.
"ჩრდილოეთ კორეის ელიტური ჯგუფი იშლება. სერიოზული ბზარების ნიშნები ჩანს და ეს ბზარები რეჟიმს დაშლით ემუქრება,"_განაცხადა პარკ ჟინ ჰემ.