აჭარლების გურიაში ვიზიტის შესახებ “გურია ნიუსმა” “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს კითხა.
მანანა კობახიძე: “დიახ, აჭარიდანაც აპირებენ ჩამოსვლას. აჭარის მაღალმთიან სოფლებში ბატონ ბიძინას ძალიან გულთბილი შეხვედრები ჰქონდა. ის ოჯახებში შეხვდა ადამიანებს და მათი განწყობა ძალიან ოპტიმისტურია. პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მას. აჭარლებს საბრძოლო განწყობა აქვთ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ “ქართულ ოცნებას”. ზუსტად ვიცი, რომ აჭარლებიც უერთდებიან ხვალინდელ აქციას. აი ეს არის სწორედ ის დიდი ერთობა, რასაც ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა. ადამიანებს ჩვენ ორგანიზებულად არ ვეძახით, ისინი თავისით მოდიან სხვა რეგიონებიდან”.