საჭირო მასალა: ორი ცალი ბადრიჯანი, გრძლად დაჭრილი და შემწვარი, ოთხი ცალი საშუალო ზომის მწიფე პომიდორი, სამასი გრამი გახეხილი ყველი, ორი ცალი კვერცხი (გოგლიმოგლი). შავი პილპილი, ნედლი ქონდარი და პიტნა ცოტა რაოდენობით.
მომზადება: ტაფაზე ჯერ ცხიმი წავუსვათ, შემდეგ მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი, მერე ისევ გავიმეოროთ იგივე _ დავალაგოთ პომიდორი, ბადრიჯანი და გახეხილი ყველი. ბოლოს მოვასხათ გოგლიმოგლი. შევდგათ აირღუმელში. კვერცხი რომ შეიწვება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქონდარი და პიტნა. მივირთვათ სასურველი რაოდენობით.