ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვბილის განცხადებით, რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიის" ჩვენება საზოგადოებას სწორი არცევანის გაკეთებაში დაეხმარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "გურია ნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ფილმი რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და მის გადაღებაზე საუნარი დაიწყო ორწელნახევრის წინ. სათაურად „9+1“-იც ჩემი იდეა იყო და ხაინდრავამ თავისი სათაური გაუკეთა „ჰეროკრატია“, ვფიქრობ კარგია ესეც, მისი გადასაწყვეტი იყო. რაც შეეხება ფილმის ახლა ჩვენებას, ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი არის ის, რომ დიდი დრო დაჭირდა გადაღებას, 24 სერიაა და დაემთხვა ამ პერიოდს. ის რომ დღესაა ჩვენება და დამატებით კითხვებს იწვევს, ვფიქრობ კარგია. უფრო ადრეც რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. არჩევნების ჩატარებაში მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ. იყო ასეთი შეკითხვებიც, ხომ არ გამოიწვევს ეს ქუჩაში გამოსვლებს და აქციებს – ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი. ძალადობა თუ იქნება და ქუჩაში გამოსვლები, ეს იქნება არა მოქალაქეების მიერ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხი აგებინონ. სახიფათონი დაჩაგრული მოქალაქეები კი არ არიან, ისევ თვითონ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რამეთუ ამ ოთხი წლის განმავლობაში სულ ძალაზე იყვნენ მომართული“, _ განაცხადა ივანიშვილმა.