22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უვადო შიმშილობას იწყებს, _ ამის შესახებ გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე საუბრობს.
”ის იწყებს უვადო შიმშილობას. მან პოლიციაში გამოცხადების დროს თქვა – მე მოვედი იმისთვის, რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დავამტკიცო უდანაშაულობა", _ აღნიშნა ლედი ტუკვაძემ.




































































