https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცხრას მინუს ექვსი _ ექვსმა კანდიდატმა დებატებზე უარი თქვა

11:10; 6.10.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "POST ალიონის" ერთობლივი პროექტის _ "მონოლოგიდან _ დიალოგამდე", ფარგლებში, არჩევნებამდე ზუსტად 4 დღით ადრე, სტუდიაში ოზურგეთის ოლქში რეგისტრირებული კანდიდატები მათ მხარდამჭერებთან ერთად მოვიწვიეთ და დიალოგის ფორმატში შევეცადეთ, კანდიდატები ამომრჩევლებისთვის უკეთ გაგვეცნო.
თუმცა, ოლქში რეგისტრირებული 9 კანდიდატიდან სტუდიაში მხოლოდ 3 კანდიდატი მოვიდა. მიუხედავად ამისა, დავით მამალაძეს ("ლეიბორისტული პარტია"), არჩილ თალაკვაძეს ("ქართული ოცნება") და გოჩა ძიმისტარაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) შორის საინტერესო დებატები გაიმართა.

კანდიდატებმა საუბარი საკუთარი თავის და პარტიის წარდგენით, რიგითობის მიხედვით დაიწყეს.

დავით მამალაძე: _ "ლეიბორისტულ პარტიას" დაჟინებული მოთხოვნა გვქონდა, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულიყო. ეს სისტემა არის თაღლითობა, რადგან მაჟორიტარებს პიროვნულად ირჩევენ. თქვენ იცით, რომ სახელმწიფოს თვალკუთხედი არის პოლიტიკური პარტიების თანაარსებობა და ამ პოლიტიკურ პარტიებს ადამიანები უნდა ირჩევდნენ იდეოლოგიით, მსოფმხედველობით და ა.შ. სამწუხაროდ, ეს არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ და ისევ დატოვა მაჟორიტარული სისტემა იმის გარანტად, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამის გამო მე, დავით მამალაძე, იძულებული ვარ, არჩევნებში წარვდგე დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად.

ჩვენ პარტიის შექმნის დღიდან ვებრძვით იმ ოლიგარქიულ მართველობას, მილიონერთა და მილიარდელთა კასტას, რომელმაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, უკანონოდ მიითვისეს  ჩვენი მშობლების, ჩვენი წინაპრების მიერ ათწლეულების მანძილზე შეგროვებული ინტელექტუალური და მატერიალური დოვლათი. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მტარვალი მილიონერები და მილიარდერები მოგვაცილონ ხელისუფლებიდან. ქვეყანაში, რაც შეიძლება, ბევრი მილიონერი უნდა იყოს, მაგრამ არც ერთი მილიონერი არ უნდა იყოს პოლიტიკაში.

არჩილ თალაკვაძე: _ პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მოვახერხეთ დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი გარემოს შექმნა არჩევნებისთვის. დღეს ყველა პარტიას, ყველა კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, გასწიოს წინასაარჩევნო კამპანია იმავე პირობებში, როგორშიც სახელისუფლებო პარტიამ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ქვეყნის მართვა შიშის, ტერორის და ძალადობის გარეშე 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც ვალების ეკონომიკა გადართო ინვესტიციების ეკონომიკაზე და რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალური სისტემები, ჩააყენა ხალხის სამსახურში და რეალური ძალაუფლება დაუბრუნა ხალხს. რაც შეეხება შემდეგ 4 წელიწადს _ იმის საფუძველზე, როცა ჩვენ შევძელით ეკონომიკური საკითხებს მეტ-ნაკლებად მოწესრიგება, სოციალური სისტემის მოგვარება, მზად ვართ, გადავიდეთ ძალიან სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე _ ეს არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამიტომ, მთელი ჩვენი პროგრამა, ძირითადად, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენ შევქმნით ორასი ათას ახალ სამუშაო ადგილს, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას კიდევ უფრო განვავითარებთ _ მედიკამენტები გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის; ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორში, რათა უფრო მეტი ფერმერი, უფრო მეტი ადამიანი და მეტი ოჯახი ჩაერთოს დოვლათის შექმნის პროცესში და მეტი კეთილდღეობა შევიდეს მოსახლეობის ოჯახებში.

გოჩა ძიმისტარაშვილი: _ ოზურგეთელები ძალიან კარგად მიცნობენ. 2002 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად ჩავები პოლიტიკაში და "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის დღიდანვე აქტიურ ოპონირებას ვუწევდი ამ მოძრაობას. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ 2012 წლიდან დავაფუძნე "პატრიოტთა ალიანსი" გურიის რეგიონში. მოგეხსენებათ, ეს იყო ისეთი ძალა, რომელიც ყველაზე მეტ ოპონირებას უწევდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ძალიან სერიოზული შედეგი დავდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩემი ხელმძღვანელობით. მე და ჩემს გუნდს ოზურგეთის მოსახლეობამ დაგვიჯერა, რადგან წესიერი ადამიანები ვიყავით. თუმცა, შემდგომ ჩვენი გზები გაიყარა, რადგან დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ბეგლარ სიორიძის მხარდაჭერა მომთხოვეს. ეს არ მინდოდა, რადგან ჩემ მოსახლეობას, ჩემს ამომრჩევლებს ვერ შევაფურთხებდი თვალებში, რადგან ამირჩიეს, როგორც ოპოზიციის ლიდერი და არა როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. შესაბამისად, დღეს ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი და ვაგრძელებ ბრძოლას გამარჯვებისთვის.

საკუთარი თავის პრეზენტაციის შემდეგ კანდიდატებმა ერთმანეთს შეკითხვები დაუსვეს. დავით მამალაძე დაინტერესდა, იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას არჩილ თალაკვაძე იმ დანაშაულებზე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ხდება:

_ თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელია ვინმე გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც, როგორც ოფიციალურად არის დადასტურებული, ანაბრების ქურდია. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს თანამონაწილეობის მცნებას. თქვენ შეიძლება ახალი ხართ ამ ორგანიზაციაში, არ გქონდეთ ამ ხალხთან საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ თუ გრძნობთ სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ამ პოლიტიკური გუნდის წევრი ხართ და თუ ხართ თანამონაწილე იმ დიდი დანაშაულების, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოში? _ მიმართა მამალაძემ თალაკვაძეს.

არჩილი თალაკვაძე: _ მგონი, ქრონოლოგიასთან დაკავშირებით ჩემს ოპონენტს პრობლემები აქვს, რადგან 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში და არა 90-იანი წლებიდან. რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, როცა საუბრობდით, მე შემოგხედეთ რამდენიმეჯერ და თვალებში გეწერათ, რომ თქვენც ძალიან მოგწონთ კვირიკაშვილი და რომ არ იყოთ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელისაც ხართ, აუცილებლად მას დაუჭერდით მხარს. ეს არის ადამიანი, რომელიც ასპროცენტიანი პოზიტივის მატარებელია. მისი შეცდომის ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, თუ შეიძლება გაიხსენეთ, რომ 4 წელია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი ვარ, პოლიტიკური თანამდებობები მეკავა. ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ის, რომ არჩევნებში ვმონაწილეობ, იმის დასტურია, რომ მომავალზე ვიღებ პასუხისმგებლობას, _ აღნიშნა თალაკვაძემ და შეკითხვა მამალაძეს დაუბრუნა:
_ მაინტერესებს თქვენი სამომავლო ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით _ რა რეფორმების და რა პროექტების გატარებას გეგმავთ? იქნებ, კონკრეტული რიცხვები და მაჩვენებლები გვითხრათ, რას პირდებით ხალხს?
_ იკითხა თალაკვაძემ.

დავით მამალაძე: _ ჩვენი სამომავლო გეგმა არის ის, რომ მტარვალ ოლიგარქებს ჩამოვართვათ და ჩამოვაცილოთ სახელისუფლებო ბერკეტები. იყვნენ ბიზნესში, შექმნან სამუშაო ადგილები, გადაიხადონ გადასახადები და ადროვონ პოლიტიკოსებს, _ განაცხადა მამალაძემ.

გოჩა ძიმისტარაშვილმა კითხვა არჩილ თალაკვაძეს დაუსვა:

_ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მხარის გუბერნატორმა შეკრიბა პოლიციის სამმართველოს უფროსები. როგორც ვიცი, თქვენც ესწრებოდით ამ შეხვედრას. ეს ინფორმაცია მართალია თუ ტყუილი?

არჩილ თალაკვაძე: _ ტყუილია.

გოჩა ძიმისტარაშვილის განცხადებით, ის, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს:

_ მე ვაძლევ პირობას "ქართულ ოცნებას", რომ ჩემი მცირე ძალებით დავამარცხებ ბატონ არჩილ თალაკვაძეს და არ გამოვიყენებ არანაირ ადმინისტრაციული და ფინანსურ რესურსს, არც ტყუილებს დავიწყებ. ოზურგეთელები გააკეთებენ სწორ არჩევანს, _ აღნიშნა ძიმისტარაშვილმა.

დავით მამალაძის თქმით, ის არავის არ ეჯიბრება და გამარჯვებაში დარწმუნებულია:

_ ჩვენი დევიზია _ ან ჩვენ, ან არავინ! აუცილებლად გავიმარჯვებთ და ქართველ ხალხს გავათავისუფლებთ ამ სექტებისგან, _ განაცხადა მამალაძემ, რომელმაც "ქართული ოცნება" ბარდღუნიებს შეადარა, ხოლო შალვა ნათელაშვილი _ დათა თუთაშხიას.

ოპონენტებთან დებატებისას არჩილ თალაკვაძეს საკუთარ შანსებზე არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის მანძილზე შექმნა 56 000 ახალი სამუშაო ადგილი; კერძო სექტორში მოხერხდა 33%-ზე მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; 1 მილიარდის ინვესტირება გახორციელდა სოფლის მეურნეობაში; შეიქმნა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ეს და სხვა პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

გადაცემის მეორე ბლოკში კანდიდატებს შეკითხვები დარბაზის სტუმრებმა დაუსვეს და პასუხებიც მიიღეს, რომლის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17 სექტემბერი, 2026

რამდენ მოქალაქეს დაურეგისტრირდა მიწა საკუთრებაში

სირია-თურქეთის საზღვარზე აფეთქება მოხდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო