თბილისში, დიდუბის მეთოთხმეტე საარჩევნო უბანზე დალუქული საარჩევნო ყუთი გახსნეს და საკონტროლო ფურცელში მონაცემები შეცვალეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი.
უბნის თავმჯდომარის განცხადებით, საკონტროლო ფურცელზე მცირე შესწორებები შეიტანეს.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ გარდა ამ ფაქტისა უბანზე სხვა პროცედურული დარღვევებიც დაფიქსირდა.
დარღვევების შესახებ უკვე დაწერილია საჩივარი და საქმის კურსშია ჩაყენებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.