სირიის ქალაქ ალეპოში კვლავ განახლდა ბრძოლები, სამდღიანი "ჰუმანიტარული პაუზა", წუხელ 19 საათისათვის დასრულდა.
ასადის ოპოზიცია აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება ქალაქის ყველა მცხოვრებთან არ მისულა.
მონიტორინგის ცენტრის ცნობით, განსაკუთრებით იბომბება ე.წ. ფრონტისპირა კვარტლები, სადაც ასადის ოპოზიცია და სახელისუფლო ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან.