მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლის შესახებ დავით უსუფაშვილმა, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ გააკეთეს განცხადებები, ცნობილი ხდება, რომ უკვე კარგა ხანია, პარტია დატოვა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
როგორც ზაქარეიშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხადა, პარტია არასწორი სტრატეგიით მიდიოდა, რის გამოც მარცხი გარდაუვალი იყო.
„აშკარად ჩანდა, რომ პარტია არასწორი სტრატეგიით მიდიოდა და აუცილებლად განიცდიდა მარცხს. როდესაც მე და ჩემი თანამოაზრეები, იგივე თენგიზ შერგელაშვილი ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. ეს ნორმალურია. პარტიაში ხდება კამათი. არ მინდოდა, რომ ჩემს ხმაურს პარტიისთვის ზიანი მიეყენებინა. გავჩუმდი, დავუთმე ადგილი ასპარეზზე უმრავლესობას, მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეფასება მათი სტრატეგიისა იყო სწორი – დამარცხდა პარტია. უმრავლესობა როცა იმარჯვებს ან მარცხდება მათ უნდა გააკეთონ ანალიზი. მივხვდი, რომ ჩემი პარტიული ცხოვრება ამოიწურა. რისი გაკეთებაც შემეძლო გავაკეთე. წასვლის შესახებ განცხადება 11 იქტომბერს დავწერე. არავისზე გაბრაზებული არ ვარ, ისევ ჩემი მეგობრები არიან“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, პარტია დატოვეს თინა ხიდაშელმა და ვახტანგ ხმალაძემ. თუმცა, პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, რადგან ხიდაშელისა და ხმალაძისგან ოფიციალური განცხადებები არ მიუღია,