პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე მედიაში მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
"ყველას ძალიან ვთხოვ ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ამ დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება", _ წერს მდინარაძე საკუთარი 'ფეისბუკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძის კანდიდატურის შს მინისტრის პოსტზე განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციები რამდენიმე დღეა ვრცელდება, თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე კონსულტაციებს არ ადასტურებენ.