თბილისში, პაოლო იაშვილის 16 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა.
როგორც ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები განმარტავენ, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ და მათი გამოსახლება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.
თავად მოსახლეობა კი საუბრობს, რომ სახლი ავარიულია, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გამო, 3-სართულიან სახლს არც რეაბილიტაცია და არც დემონტაჟი არ უტარდება.
ამასთან, ფასადის ჩამოშლის დროს, მნიშვნელოვნად დაზიანდა ერთ-ერთი სახლის აივანიც.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახური და საპატრულო პოლიცია.