ადამიანების ცნობა ადვილი არ არის, უფრო სწორად, მათი ბუნების, ხასიათის შეცნობაა რთული. თუ თქვენს პარტნიორში დარწმუნებული კიდევ არ ხართ, დააკვირდით მის ტუჩებს _ ისინი ბევრ რამეს მოგიყვებიან:
თუ მამაკაცს „გაბუსხული“ (მსუქანი) ტუჩები აქვს, ის… სექსუალურობის ხორცშესხმული მაგალითია. ძალიან მგრძნობიარეა და იდუმალი ხიბლი აქვს. სამაგიეროდ, იშვიათად არის გულწრფელი, ეძებს სიამოვნებას და პატივმოყვარეა.
წინ წამოწეული ქვედა ტუჩი აქვს მამაკაცს, რომელიც ეგოისტი და ჯიუტია. მასთან ურთიერთობა რთულია. რადგან, დარწმუნებულია, რომ ყოველთვის თვითონაა მართალი. როგორც არ უნდა ეცადოთ, პოზიციებს ვერ დაათმობინებთ.
თუ მამაკაცს პატარა ტუჩები აქვს, ის ძალიან ნაზია და დაუცველი; რბილი, დამთმობი ხასიათის; ამასთან, ჭკვიანია, დიდსულოვანი და პატიოსანი.
თხელი ტუჩები აქვს მამაკაცს, რომელიც, ფაქტობრივად, უემოციო და ცივსისხლიანია, ოღონდ, ძალიან თავშეკავებული და მახვილგონიერი. სექსი თითქმის არ აინტერესებს.
თუ მამაკაცის ტუჩების პროპორცია სრულიად დარღვეულია, ანუ, მას ასიმეტრიული ტუჩები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მიზანდასახული, შეუპოვარი პიროვნებაა, არ ეშინია სიძნელეების და ყოველთვის მზადაა, მოისმინოს განსხვავებული აზრი, თუმცა მათ არასოდეს გაითვალისწინებს. მომთმენია, რადგან იცის, რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც თავად სურს.
მკვეთრად გამოხატული დიდი ტუჩები აქვს მამაკაცს, რომელიც არასდროს მოექცევა ილუზიების ტყვეობაში. ის ყოველთვის საკუთარი თავის იმედადაა, არავისგან არაფერს ითხოვს, უპრეტენზიოა და კარგი ხასიათი აქვს.