აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა პირველი განცხადება გააკეთა. მან გამარჯვება მიულოცა დონალდ ტრამპს, იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის წარმატებული მეთაური იქნება და თავის მომხრეებს მოუწოდა შანსი მისცენ ახლად არჩეულ პრეზიდენტს.
„დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ვალდებული ვართ მივცეთ შანსი, მართოს ქვეყანა. გუშინ საღამოს ტრამპს გამარჯვება მივულოცე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან ერთად მუშაობას დავთანხმდი“, _ განაცხადა კლინტონმა.

ჰილარი კლინტონმა აღიარა, რომ არჩევნებში დამარცხება მისთვის ძალიან მტკივნეულია. „ეს მტკივნეულია და კიდევ დიდხანს იქნება მტკივნეული, მაგრამ გახსოვდეთ: ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს, იბრძოლეთ საკუთარი იდეალებისათვის _ სოციალური თანასწორობისათვის, აღმსარებლობის თავისუფლებისათვის. ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია, შევქმნათ ძლიერი, გაცილებით უფრო სამართლიანი ამერიკა“, _ აღნიშნა კლინტონმა.