
„დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ვალდებული ვართ მივცეთ შანსი, მართოს ქვეყანა. გუშინ საღამოს ტრამპს გამარჯვება მივულოცე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან ერთად მუშაობას დავთანხმდი“, _ განაცხადა კლინტონმა.
ჰილარი კლინტონმა აღიარა, რომ არჩევნებში დამარცხება მისთვის ძალიან მტკივნეულია. „ეს მტკივნეულია და კიდევ დიდხანს იქნება მტკივნეული, მაგრამ გახსოვდეთ: ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს, იბრძოლეთ საკუთარი იდეალებისათვის _ სოციალური თანასწორობისათვის, აღმსარებლობის თავისუფლებისათვის. ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია, შევქმნათ ძლიერი, გაცილებით უფრო სამართლიანი ამერიკა“, _ აღნიშნა კლინტონმა.