ევროპარლამენტის ოთხდღიანი სესიის ფარგლებში, რომელიც დღეს სტრასბურგში იხსნება, ერთ-ერთ განსახილველ საკითხად რუსულ მედიისთან საინფორმაციო დაპირისპირების საკითხია გამოტანილი, – იუწყება სააგენტო რია ნოვოსტი.
23 ნოემბერს კენჭი ეყრება რეზოლუციას „ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციები მესამე მხარეების პროპაგანდის საპირისპიროდ“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვი ევროკავშირთან მიმართებაში „მტრულ პროპაგანდას“ ატარებს და მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კონტრპროპაგანდის პროექტების დამატებითი დაფინანსებისკენ.
გარდა ამისა, დოკუმენტში შეთავაზებულია Euronews-ის გაძლიერება, მათ შორის, ფინანსურად.
რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობა „დაჟინებით იყენებს საშუალებებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს“ ევროკავშირის შესუსტებისა და დაყოფის მიზნით.