https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხალხმა უნდა მოიხედოს ბიოლოგიური სასუქისკენ”

2:07; 7.07.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამჟამად მსოფლიოში 15% იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და საქართველოშიც გარკვეული წინსვლაა ამ მხრივ _ მრავალი ფერმერი უარს ამბობს ქიმიური სასუქის გამოყენებაზე და დაუბრუნდა მამაპაპისეული ბიომეურნეობის მეთოდებს. მსოფლიოში წამყვანმა მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევებით აღმოაჩინეს უამრავი სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც ნიადაგში შეყვანით აუმჯობესებს მცენარეთა კვებას და ნიადაგის თვისებებს. რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა ქართული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა, თხევადი ბიოსასუქი “ორგანიკა”, რომლის საერთაშორისო წარმატებამ კულმინაციას, გასულ წელს, დეკემბრის თვეში, ლონდონში მიაღწია. უნიკალური თვისებების გამო, მას საერთაშორისო ხარისხის “ოქროს გვირგვინი” მიაკუთვნეს.

სემინარის თემა იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების კლასიკური და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გზები ფერმერულ მეურნეობებში, რის ორგანიზატორიც ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი გახლდათ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა ხარაბაძემ აღნიშნა, ასე მრავალრიცხოვანი სპექტრით შეკრება ფერმერთა დაჟინებული მოთხოვნა იყო.

ეს არ იყო ერთი რიგითი ან ჩვეულებრივი შეხვედრა _ ამ დღეს აქ თავი მოიყარა 50-ზე მეტმა ფერმერმა და თითოეული სულგანაბული უსმენდა ან იზიარებდა საინტერესო მოსაზრებებს. ძირითადად აქ საუბარი იყო, თუ რა შესაძლებლობები აქვს ბიოსასუქს, როგორი მოძრაობაა დღეს ამ კუთხით მთელ მსოფლიოში, რომ ბიოპროდუქტი უნდა მივირთვათ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს და მათი უმეტესობა ჯერ კიდევ არაორგანული სასუქით “ჭყიპავს” ნიადაგს, მასში ხარჯავს ათჯერ მეტს და იღებს დაბინძურებულ პროდუქტს, როცა გაცილებით ნაკლებ ფასად შეუძლია მიიღოს იგი. სამაგიეროდ, “ორგანიკას” უცხოელები გამალებით ითხოვენ და აქედან შორს, უცხო ქვეყანაში მისი მოხმარების თანმიმდევრულ წესს ნერგავენ. თუმცა, ჩვენში თანდათან მძლავრობს ინტერესი ამ თხევადი ორგანული სასუქის მიმართ, რომელმაც 2011 წელს დეკემბერში ლონდონის გალა-ცერემონიალზე მსოფლიოს ბევრი წარმომადგენელი გააკვირვა _ იგი მიჩნეული იქნა საუკეთესო ბიოინოვაციად. ოფიციალურად დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად, როგორც საქართველოში, ასევე, ევროკავშირში.

სემინარის თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ლიტერატურა, სადაც მითითებული იყო კლასიკური და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გზები ფერმერულ მეურნეობებში. “ორგანიკის” შემქმნელი, ექიმი ჰომეოპატი დავით ჩაჩანიძე, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული ამ სემინარზე, ინოვაციური მეთოდების აღიარებული ლიდერია და ლონდონის გალა-ცერემონიალის გამარჯვებული.

მართალია, სემინარს ჰქონდა დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც წარიმართა კიდეც, თუმცა ეს უფრო დისკუსია და პოლემიკა იყო, ინოვაციურ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რასაც დამღლელად არ უმოქმედია ფერმერებზე და ღონისძიების დამთავრებამდე დარბაზიდან ფეხი არავის მოუცვლია.

შპს “ცეო-ტორფის” ტექნოლოგმა რევაზ შავიშვილმა ადგილობრივი ორგანული და მინერალური სასუქების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა ფერმერებს, რომ ჩვენ უნიკალური სიმდიდრის პატრონებს დასაკარგი არაფერი გვაქვს და კონკრეტული, მოზრდილი ექსკურსით შემოიფარგლა: _ იყო დრო, როცა ოზურგეთი საქართველოში ახალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრად იყო მიჩნეული, ამ კუთხით ყველა სიახლე აქედან ინერგებოდა. აქაც მხედველობაში მიღებული იყო ძირითადად ტორფი და ორგანული სასუქი ნაკელი, რომელიც სოფელ მერიის ტერიტორიაზე განთავსებული ფერმებიდან შემოდიოდა და ტორფთან არეული მიეწოდებოდა კოლმეურნეობებს. შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა ცნობილი მოვლენების გამო. ახლა დრომ გვიჩვენა, რომ, თურმე, ბევრი რამ კეთდებოდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად. საჭიროა, არაერთ ტექნოლოგიას კვლავ მივუბრუნდეთ, გამოვიყენოთ ჩვენი სიმდიდრე.

2000 წლიდან, როცა ოზურგეთში თანმიმდევრულად ჩამოვიდნენ კივის თუ თევზის კონსულტანტები, ჩამოყვანილი იქნა ადგილობრივი ორგანული და მინერალური სასუქის სპეციალისტი ლუდი ვოლგნერი, რომელიც ჩაერთო ადგილობრივი ორგანულ-მინერალური სასუქების ტექნოლოგიაში ანასეულის მეცნიერებთან ერთად, შემუშავებული იქნა ადგილობრივი ორგანულ-მინერალური რეცეპტურა, რაც შემდეგ სახელმწიფო სტანდარტით დამტკიცდა და 2004 წელს შეიქმნა აგროსაწარმო “ცეოტორფი”, რომელიც აწარმოებდა ორგანულ მინერალურ სასუქებს, რომლის ძირითადი კომპონენტი არის ტორფი და ცეოლიტი. ცეოლიტს მეცნიერება აფასებს, როგორც მომავლის მინერალს, რომელსაც გააჩნია საოცარი აკუმულირების უნარი _ ნიადაგიდან შეიწოვოს მინერალური სასუქები ან სხვა ნივთიერებები, არ ჩარეცხოს იგი ნიადაგში და ყოველივე მერე ნელ-ნელა მისცეს მცენარეს! მეცნიერება ამტკიცებს, რომ ნიადაგში შეტანილი სასუქებიდან, 50-60% ვერ მიდის ფესვებთან _ ირეცხება, ან ორთქლდება ცეოლიტი კი აკავებს მას და მაკროელემენტებს ნელ-ნელა გასცემს მცენარეზე და 7-8 წლის განმავლობაში მოქმედებს მასზე. კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ამ სასუქში იყო გამოყენებული, არის წყალტუბოს რაიონში მდებარე გოდოგნის ფოსფორიტის ფქვილი, რომლის დიდი საბადოები გაგვაჩნია. განსხვავება ფოსფორსა და ფოსფორიტის ფქვილს შორის არის ის, რომ ფოსფორი სუპერფოსფატების ქიმიური დამუშავების შედეგად არის მიღებული, ფოსფორიტის ფქვილი კი ბუნებაში მიღებული სასუქია.

სემინარის მონაწილეთა შორის, ციტრუსისა და თხილის მოსავლის გაუმჯობესებაზე, ისევე, როგორც სხვა დროს, ახლაც დაისვა კითხვები, თუმცა, ორგანიზატორთა მხრიდან მწვავე ირონიული ქვეტექსტიც მოჰყვა: _ ერთადერთია გურია, სადაც თხილს არ სხლავენ, არ წამლავენ, ფესვთან სასუქი არ მიაქვთ, დარგავენ ჩაის ნამყოფ ფართობზე და “უბრძანებენ”, რომ, რაც შეიძლება მაღალი მოსავალი მოიტანოს, მოისხას ბევრი! ასეთ ნიადაგს კირით და დოლომიტით განოყიერება სჭირდება, რამაც შემდგომში მცენარე ისე უნდა კვებოს, როგორც დედამ შვილი.

მარინე სუნგულიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დღეს გლეხი ნაკლებად ინფორმირებულია, არ აქვს ინფორმაცია, ამიტომ კარგი იქნება, თითოეულ სოფელს ჰქონდეს საცდელი ნაკვეთი, სადაც პრაქტიკულად დარწმუნდება ბიოსასუქების სიკეთეში.

_ როცა მე ათეული წლის მანძილზე მხოლოდ ბიოსასუქს ვხმარობ, “ორგანიკა” მოვასხურე და ადამიანი მაინც მეკითხება, აზოტი რამდენი მიეციო, ამას რა ჰქვია? თუ არ მოვმართეთ ტვინი ისე, რომ აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით უნდა ვიკვებოთ, არაფერი გამოვა, _ უკმაყოფილება, როგორც ყოველთვის, ახლაც მკვეთრად გამოხატა ცნობილმა ფერმერმა კაკო ღლონტმა, _ ხალხმა უნდა მოიხედოს ბიოლოგიურისკენ, მცენარის შენებისთვის ძირითადი კონკურენტები არის ფოსფორი, აზოტი და კალიუმი. ამ სამი ელემენტის გარეშე მისი წარმატებული განვითარება შეუძლებელია. ყველაზე ეფექტური არის ფოსფორიტის ფქვილი. ის ბიოლოგიურად სუფთაა და ფოსფორის გამამდიდრებელი. ამით ხდება ნიადაგის სწრაფვა განეიტრალებისკენ. ბუნებრივად ეს არის ნაცარი. ზედმეტი ბალასტი კი რყვნის ნიადაგს. ჩემი აზრით, კარგია, ქიმიური სასუქის გაძვირება, რადგან ხალხი უფრო მოიხედავს ბიოლოგიურისკენ. ბუნებაში ხომ არაფერი ხდება კანონზომიერების გარეშე? ღვინოში დუღილის ბაქტერიას მისივე წარმოშობილი სპირტი ახშობს, ასევე ჩაახშობს ქიმია საკუთარ თავს, თავისივე ფასების მატებით.

სემინარის მთავარმა ფიგურამ, ექიმმა-ჰომეოპატმა, ბიოტექნოლოგმა, თხევადი ორგანული სასუქის “ორგანიკას” შემქმნელმა დავით ჩაჩანიძემ, ალბათ, უფრო თავმდაბლობის გამო, აღნიშნა, რომ ნაკლებად აპირებდა სასუქზე საუბარს, რადგან თუ არ შეიძენს ვინმე “ორგანიკას,” წავა ადამიანი, ნაკელს ფერმენტაციას გაუკეთებს და მოიხმარს. თუმცა, მან თქვა, რომ უკვე სახელმწიფო პოლემიკაა ამ ორგანული სასუქის გარშემო, უნდათ დუბაიში, სომხეთში, თურქეთში. სომხეთის პრეზიდენტმა გასცა დავალება, რომ მათი ქვეყანაში შეიძინონ “ორგანიკა” მთელი სავარგულებისთვის.

_ მე მსურს ერთ ძალზე საინტერესო საკითხზე გესაუბროთ _ ეს არის დაცვის საშუალებები, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებს მივმართეთ, თუმცა, მისი შემოტანა იმდენად ძვირი აღმოჩნდა, რომ უარი ვთქვით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტში აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც გენიალური აზრი გაუჩნდა და იკითხა: _ ხალხო, რას ეძებთ უცხოეთში? საქართველოში იყო ძალიან ბევრი ბრწყინვალე სპეციალისტი და მეცნიერი, ვინც მუშაობდა ბიოკონტროლზე; ასევე თბილისში, ტაბახმელაში იყო ბიოლოგთა უზარმაზარი კომბინატი. ჩვენ ვიპოვეთ ეს ხალხი _ ლაპარაკია საკმაოდ ასაკოვან ადამიანებზე, რომელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მათ ათეული წლების წინ, “დაწყევლილ კომუნისტების დროს” რომ ვუწოდებთ, შექმნეს ბრწყინვალე ტექნოლოგიები. სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მინიმუმ, 30% იყო ეკოლოგიურად სუფთა, რაც ამ ხალხის ხარჯზე ხდებოდა. როცა მივაკითხეთ, ვერ წარმოიდგენთ, რაც ვნახეთ _ მაცივრებში საჭმელთან ერთად ჰქონდათ ეს ყველაფერი შენახული. თქვეს, ვფიქრობდით, რომ ვიღაც მოიკითხავს, ვიღაცას დასჭირდება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგულიყოო. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ფირმა _ ერთი, რომელიც აწარმოებს ორგანულ სასუქს, მეორე კი _ ბიოპესტიციდებს. მესამე ფირმაც შევქმენით _ შევძელით და დავიწყეთ ბიოკოსმეტიკის გამოშვება.

დარბაზიდან წამოსულ რეპლიკას, რომ ბიოლოგიური პრეპარატების ჯერადობა მეტია, ვიდრე ქიმიურისა, ჩაჩანიძემ სიმართლე იქვე შეაგება _ ეს მხოლოდ საწყობში!

ფერმერებმა იქვე გადაიანგარიშეს, რომ ერთ ჰექტარ ფართობზე სიმინდს თუ 240 ლარის ღირებულების აზოტოვანი ანუ ქიმიური სასუქი სჭირდება, 65 ლარის “ორგანიკაა” საკმარისი, რომელიც ბიოსასუქია!

სემინარის დასასრულს, ფერმერებს დაშლაც არ უნდოდათ, იმდენად შევიდნენ დისკუსიაში. ინოვაციურმა წიაღსვლამ თავისი ჰქნა: _ ფერმერსა და გამომგონებელს, უკვე მეცნიერულ დონეზე აქვს ინფორმაცია და უფრო უნდა გაძლიერდეს პრაქტიკული ქმედება. ეს კი მოიტანს შედეგს, რომ მეცნიერები და პრაქტიკოსები თანდათან სწორ, პრაქტიკაში გაჯერებულ ინფორმაციებს გაუცვლიან ერთმანეთს. ეს კი, საბოლოოდ, ისევ ფერმერისავე ჯიბეზე ძალზე დადებითად აისახება, _ განაცხადა გიგა ხარაბაძემ და უახლოეს მომავალში კვლავ ასეთი ცოცხალი, ინოვაციური თემებით დატვირთული შეხვედრა ისურვა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

"გამგებლის ციხიდან გამოშვება ნაციონალების რესურსების სიმცირეზე მიუთითებს"

უჭიშკროდ დარჩენილები _ "ბიუჯეტში თანხა არ არის და პატარა გვაცალეთ..."

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო