ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატმა და ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია. როგორც დოლიძემ განაცხადა რჩება პოზიციაზე, რომ კაბელების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამ საქმეზე მსჯავრდებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.
„ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც მე არასდროს გადავუხვევ. დანარჩენი სხვა – თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი.იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ. რაც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში არის სწორი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არ მაქვს ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. კაბელების საქმე და იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ. როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ – კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება“, _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.