https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა

12:12; 14.12.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკას და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად, თანმიმდევრულად და პროაქტიულად, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას.

კვლევას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წელს მასშტაბური ამნისტიის ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა, შესაბამისად ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა  საზოგადოებრივი ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ.

მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად (მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით) არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც საზოგადოებას შეუქმნიდა რეალურ სურათს ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ. 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას.

დღეის მდგომარეობით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად, თანმიმდევრულად და პროაქტიულად, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას.  სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება. მეტიც, ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებგვერდზე საქართველოში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მონაცემები, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო მოსმენისას ოპოზიციური პარტიის დეპუტატს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომ სამინისტროს მიერ ყოველ კვარტალში ხდებოდა საქსტატისთვის მონაცემების მიწოდება.

დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემების შედარებითი ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულია 154 ერთეულით მეტი  დანაშაული,  ხოლო 2015 წელთან შედარებით 1394 ერთეულით მეტი.

2016 წლის 9 თვეში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგ დანაშაულთა ჯგუფების მიმართებით:

– დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

– დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

– დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ

– დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ

– სატრანსპორტო დანაშაული

2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში  სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 743 შემთხევა ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა 623, ხოლო 2014 წელს – 499 შემთხვევა.  დანაშაულთა ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა.

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 3660 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში,  რაც 52 შემთხვევით აღემატება 2015 წლის, ხოლო 788 შემთხვევით 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.   დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა.

2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში განსაკუთრებული მატება შეიმჩნევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება დაახლოებით 70%-ს, ხოლო 2015 წელთან შედარებით – 45%-ს.  დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტრეფიკინგი, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვა.

საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 1543 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში, რაც 89 ერთეულით აღემატება 2015 წლის, ხოლო 70 ერთეულით 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.  დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება და სხვა.

სატრანსპორტო დანაშაულის შემთხვევები 2014 წლიდან ყოველწლიურად მატულობს და 2016 წლის 9 თვის განმავლობაში 2725 შემთხვევა ფიქსირდება. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და სხვა. 

2016 წლის 9 თვის მონაცემებით ერთადერთ დანაშაულთა ჯგუფს წარმოადგენს მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება განვლილ 2 წელთან შედარებით.  კერძოდ, 2016 წელს (9 თვე) დაფიქსირდა 1537 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდებოდა 1799, ხოლო 2014 წლის – 2026 შემთხვევა. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ყალბი დოკუმენტების დამზადება და სხვა.

სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, როგორი ტენდენციები ფიქსირდება 2016 წელს თითოეული კონკრეტული დანაშაულის მიხედვით, რადგან არც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები არის ჩაშლილი დეტალურად და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი დეტალური მონაცემები 2016 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით.

დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროების ქრონოლოგია

2010 წლის 30 აპრილს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმიშინაგან საქმეთა სამინისტროსთან (შსს). მემორანდუმის მიხედვით, სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები ყოველთვიურად უნდა წარედგინა საქსტატისთვის, რომელიც დამუშავებულ მონაცემებს  საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებდა.

მემორანდუმის ფარგლებში მონაცემების საქსტატისთვის მიწოდება სამინისტრომ 2012 წელს შეწყვიტა, როდესაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში ამოქმედდა დანაშაულის აღრიცხვის შიდა მოხმარების ელექტრონული მოდული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების სტატისტიკის ერთიან ელექტრონულ  წარმოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ მათ საშუალება მისცა, დაეხვეწათ დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგია, რამაც სტატისტიკის წარმოება უფრო ზუსტი და სრულყოფილი გახადა. თუმცა, მეთოდოლოგიის ამ ცვლილებამ მიზანშეუწონელი გახადა 2012 წლის შემდეგ წარმოებული სტატისტიკის ძველ მონაცემებთან შედარება (იხ. სურათი #1). მაგალითისთვის, დანაშაულის აღრიცხვის ახალმა წესებმა ავტომატურად გაზარდა რეგისტრირებული დანაშაულის საერთო ოდენობა.

სურათი # 1 – ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშიდან

2012-დან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად არ ასაჯაროებდა დანაშაულის შესახებ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ განყოფილებაში „სტატისტიკა/კვლევები“ ვერ ვხვდებით 2012 წლის მონაცემებს; 2013 წელს გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი 3 თვის ჯამური მონაცემები; ხოლო 2014 წელს – მხოლოდ პირველი 9 თვის ჩაშლილი მონაცემები. მიუხედავად ამისა, თავად უწყების ვებ-გვერდზე პერიოდულად იდებოდა საინფორმაციო ხასიათის ახალი ამბები დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით. მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებულია სიახლე, რომლის მიხედვითაც სამინისტრო საზოგადოებას ამცნობს, რომ 2013 წელს  ქვეყნის მასშტაბით 2012 წელთან შედარებით  დანაშაულის 10 036 ერთეულით კლება დაფიქსირდა.  

2015 წელს, მთელი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად ათავსებდა დანაშაულის შესახებ დეტალურ (დანაშაულის სახეების მიხედვით) სტატისტიკას.

ამ პერიოდშივე, სამინისტრომ გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალები, რომლებიც ასახავდა 2012-2015 წლების დანაშაულის ტენდენციებს. ეს მასალები ასევე მოიცავდა 2013-2014 წლების სრულ მონაცემებს, რომლებიც მანამდე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ნაწილობრივ იყო გასაჯაროებული. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ 2015 წელს გამოქვეყნებულ ტენდენციებში დაფიქსირებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება განვლილი წლებში ანალოგიურ პერიოდზე  შსს-მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციისგან.  მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შსს-ს 2014 წლის 9 იანვრის სიახლის მიხედვით 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ დაფიქსირდა 28 970 დანაშაული, რაც დაახლოებით 10 000 ერთეულით ნაკლები იყო 2012 წელთან შედარებით. 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი 2013 წელს ფიქსირდება 43 028 დანაშაული რაც, დაახლოებით 4 300 შემთხვევით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  

სურათი # 2 – შსს-ს 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული სიახლე, რომლის მიხედვით 2013 წელს  დანაშაულის 10 036 ერთეული კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

სურათი # 3 – ამონარიდი, შსს-ს ვებ-გვერდზე 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებული სტატისტიკური ანგარიშიდან, რომლის მიხედვით  2013 წელს  დანაშაულის 4 292 ერთეულით მატება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება.

დანაშაულის კრიმინოგენული რუკა – შეუსრულებელი ვალდებულება

2014 წელს, “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, შეექმნა დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და კრიმინოგენული რუკა, რომელიც ხელს შეუწყობდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ ღიაობას. დანაშაულის დეტალიზებული კრიმინოგენური რუკა უნდა ყოფილიყო ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა დეტალური და მრავალფეროვანი სტატისტიკის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ფორმატში და ცვლადებით, მათ შორის, დროის, დანაშაულის ტიპის, რეგიონისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

სამწუხაროდ, სამინისტრომ არ შეასრულა ეს ვალდებულება. სამინისტროსვე ცნობით, ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა, გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო, თუმცა, საბოლოოდ, პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა.

დასკვნა და რეკომენდაციები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

IDFI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

1. სრულად, თანამიმდევრულად და ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დანაშაულის მაქსიმალურად დეტალიზებული სტატისტიკა, რათა საზოგადოებას შეექმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ;

2. დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებში რადიკალური განსხვავება;  

3. შეასრულოს დანაშაულის კრიმინოგენული რუკის შექმნის ვალდებულება, რომელიც სამინისტრომ “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში აიღო;

4. ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დეტალური/ჩაშლილი დანაშაულის  სტატისტიკური მონაცემები, ხოლო საქსტატმა თავის მხრივ უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12 თებერვალი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12 თებერვალი, 2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11 თებერვალი, 2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11 თებერვალი, 2026

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ პროცედურებს განმარტავს

ოზურგეთის გამგეობაში შემცირებები დაიწყო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12.02.2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12.02.2026
საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა _ ცნობილია მისი ვინაობა

10:15; 12.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12.02.2026
ზაფრანი

ქალბატონების სახელების შესაფერისი ძვირფასი ქვები   

10:03; 12.02.2026
ზაფრანი

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

10:00; 12.02.2026
ზაფრანი

როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის იდილიური ურთიერთობა   

9:58; 12.02.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება სიზმარში

9:55; 12.02.2026
პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო