ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონს “ლანჩხუთს” ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელთა საბონუსე ფონდისთვის 25 ათასი ლარი გამოიყო, კლუბის შემდგომი განვითარებისთვის კი _ 20 ათასი ლარი.
როგორც კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხაფებაში ვკითხულობთ, სწორედ ფედერაციის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების გავლა და მატჩთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
“ვთვლით, რომ ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს, უფრო მეტ მხადრაჭერას ვისურვებდით ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ საერთო ძალუსხმევით კლუბს შეექმნას სათანადო ყოფითი და ფინანსური პირობები, ევროპის საუკეთესო 32 გუნდში შესული კლუბი ამას ნამდვილად იმსახურებს“, _ წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა, ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდისთვის ეს საკმარისი სულაც არაა.