თედო კობახიძე, “ქართული ოცნების” ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსი:
_ დილით უკვე გორში იყვნენ, ნაწილისგან აიღეს ჩვენებები და ამ დროს გაირკვა, რომ კარალეთში არის ლტოლვილთა დასახლება და იქ, ერთ-ერთ მამასახლისს უცემია ბავშვი, რომელიც ამავე დასახლებაში ცხოვრობს. ამის შემდეგ, ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი ჩავიდა კარალეთში, ასევე იქვე იმყოფებოდა ინფო-9-ს გადამღები ჯგუფი. თორნიკე არ იმყოფებოდა სახლში. როგორც თორნიკეს მშობელმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, მისი შვილი მდინარეზე იყო. სანამდე თორნიკე დაბრუნდებოდა, როდესაც შენიშნეს დასახლებაში შენიშნეს უცხო მანქანები, მივიდნენ ჩვენებთან, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფების ფაქტები, ასევე ადვოკატს მოხსნეს სათვალე, დამამცირებელი საქციელები იყო. საადვოკატო საქმიანობაში შეუშალეს ხელი, ჟურნალისტებსაც არ მისცეს უფლება განეხორციელებინა თავიანთი მოვალეობა. ჩვენი ჯგუფმა მოერიდა პროვოკაციას და რამდენიმე წუთში დატოვეს დასახლება.
“ქართული ოცნების” იურიდიული სამსახური ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს.