"ქალი ძაღლმა დაკბინა, ძალიან ცუდადაა და უგზოობის გამო საავადმყოფოში ვერ მიჰყავთ. ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმას" _ ეს შეტყობინება "გურია ნიუსმა" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის კოხის უბნიდან მიიღო.
ადგილობრივების თქმით, გზა გაუწმენდავია და ვერცერთი სახის ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.
სოფლის რწმუნებულის, კარლო თედორაძის თქმით კოხის მიმართულებით ტრაქტორი უკვე გაშვებულია:
_ მეტრანახევარი თოვლი მოვიდა წუხელ. გზა სოფლის ცენტრამდე გაწმენდილია. კოხში არსებულ პრობლემაზე საქმის კურში ვართ. უკვე წასულია ტრაქტორი და გზა მალე გაიწმინდება, _ გვითხრა თედორაძემ.