"ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, უგზოობის გამო შვილი სამშობიაროში ვერ მიმყავს. გზა გაუწმენდავია, ვერც სასწფარო ამოდის და ვერც ჩვენ გავდივართ", _ ეს შეტყობინება "გურია ნიუსმა" რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმიდან მიიღო.
როგორც გავარკვიეთ, სოფელში გზა საერთოდ არ არის გაწმენდილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, შუაფარცხმაში ტექნიკა უკვე წავიდა და გზა მალე იქნება გაწმენდილი.
_ აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ტექნიკა უკვე წასულია. მუნიციპალიტეტის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ინტენსიური თოვის გამო ყველა პრობლემას დროულად ვერ ვუმკლავდებით, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით, _ აღნიშნა კუჭავამ.


































































