მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დიაკვანი, გიორგი ჯახუა, რომლის სახლის ჩხრეკის შედეგადაც სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ მარიხუანა ამოიღეს, დღეს პოლიციაში დაიბარეს, სადაც ის ადვოკატთან ერთად მივიდა.
როგორც ცნობილია, მას საქმის მასალები გადასცეს და ბრალი წარუდგინეს.
გამოძიება სასულიერო პირს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და მოხმარებას ედავება, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჯახუას ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება და პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს.
ვალერი თევდორაძე არ აკონკრეტებს რა შუამდგომლობები ექნება დაცვის მხარეს,რადგან მისი განმარტებით გირაოს მოთხოვნის შემთხვევაში სასულიერო პირი თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ამავე თემაზე:
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის