THE TELEGRAPH-ის ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ლუვრის მუზეუმთან მდებარე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, მას შემდეგ, რაც დანით შეიარაღებულმა პირმა ჯარისკაცზე თავდსხმა სცადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ზურგჩანთა ჰქონდა, როდესაც ის მიუახლოვდა ჯარისკაცებს, რომლებიც უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში პატრულირებდნენ, რაც ტერორისტებისთვისაა დამახასიათებელი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა.
ლუვრის პრეს სპიკერის თქმით, შემთხვევის დროს მუზეუმი დაკეტილი იყო.
ამავე თემაზე: