2016 წელს სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სულ 3082 პირს შეეფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, სულ სასამართლოებმა 10 598 აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა განიხილეს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უარი ეთქვა 309 პირს, გირაო კი 6 419 ადამიანს შეეფარდა, მათ შორის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით 2034 პირს.
2016 წელს სასამართლოებმა სულ 14 848 საქმე განიხილეს, რომელზეც მსჯავრი 15 461 პირს დაედო. არსებითად განხილულ 5 549 საქმეზე კი სულ 227 პირი გამართლდა, 127 ნაწილობრივ გამრთლდა, ხოლო საქმის წარმოება 156 ადამიანის მიმართ შეწყდა.