ამერიკული ფსიქოლოგიური საზოგადოების სპეციალისტებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი თავის ტკივილსა და ნაყინისა და გამაგრილებელი გაზიანი წყლის მირთმევას შორის.
აღმოჩნდა, რომ ამ ცივი და სასიამოვნო პროდუქტების მიღებით ადამიანი თავს იცავს შაკიკის შეტევისაგან.
ამერიკელ მკვლევართა ექსპერიმენტში მონაწილეობდა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთა სასიამოვნო მოვალეობასაც შეადგენდა ესკიმოთი პირის ჩატკბარუნება და ზედ გაზიანი წყლის დაყოლება.
ამ დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ცვლილებებს. შესაბამისად, მათი დასკვნები ამ ცდების შედეგების ანალიზით იყო განპირობებული.