ორ ბრიტანელს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ევნებოდნენ სრული უსინათლობისაგან, ნაწილობრივ აღუდგინეს მხედველობითი უნარი რევოლუციური ტექნოლოგიის დახმარებით.
ბადურის უკანა მხარეს მათ დაუმაგრდა მიკროჩიპები, რამაც პაციენტებს საშუალება მისცა კვლავ დაენახათ სინათლე და ზოგიერთი საგნების ფორმები და მოყვანილობები.
მიკროჩიპები აღჭურვილია სინათლისადმი მგრძნობიარე პიქსელებით, რომლებიც გზავნიან სიგნალს მხედველობით ნერვში, საიადნაც ამ სიგნალს იღებს თავის ტვინი.
„ბი-ბი-სი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში ერთ–ერთმა პაციენტმა აღიარა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მან პირველად ნახა ფერადი სიზმარი.