ახალი ზელანდიის სანაპიროზე 100 გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ვეშაპის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა არ იციან, რა გახდა, ვეშაპების ნაპირზე გამორიყვის მიზეზი, მაგრამ როგორც ცნობილია, მსგავსი რამ ხდება,როდესაც ისინი შავდებიან, ავადმყოფობენ ან დაქანებული პლაჟების გასწვრივ ნავიგაციის უნარს კარგავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გამორიყული ვეშაპი სიგნალს გზავნის დასახმარებლად, რის შემდეგაც, მას სხვა ვეშაპები მოყვებიან.
როგორც ცნობილია, გასულ ღამეს 300 ვეშაპი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში მსგავსი შემთხვევები ხშირია.
ექსპერტების თქმით, არაღრმა წყლები ვეშაპებს აბნევს და ნავიგაციის უნარს უკარგავს.
როგორც ცნობილია, 2015 წლის თებერვალში სანაპიროზე 200 ვეშაპი გამოირიყა, რომელთა ნახევარი დაიღუპა.