“გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ევროკავშირის პრიზი მიიღო. კატეგორიაში საუკეთესო ჟურნალისტური სტატია "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს“ გახდა. სპეციალური პრიზი სტატიის ავტორს ჟიურის წევრმა გოგა აფციაურმა გადასცა.
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს დაარსდა. 2016 წელს კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება. კონკურსი პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდვით, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.
2016 წლის კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 122 განაცხადი იქნა მიღებული.