ფრანგმა სამეწარმეო დიზაინერმა ფილიპ სტარკმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა დევიდ ედვარდსმა მათრობელა სპრეი გამოიგონეს, რომელსაც ალკოჰოლური ზემოქმედების მყისიერი ეფექტი აქვს. მისი შესხურებისას ადამიანი მომენტალურ სიმთვრალეს გრძნობს.
აეროზოლის "WAIHH Quantum Sensations" მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს.
ერთი შესხურებით ადამიანი 0,075 მილიგრამ სპირტს იღებს. გამომგონებლები ირწმუნებიან, რომ ეს დოზა საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა მომენტალური სიმთვრალე იგრძნოს.
მათრობელა აეროზოლი პატარა კონტეინერით იყიდება, რომელიც ტუჩის საცხის ფორმისაა. ერთ ასეთ კონტეინერში 2 მილილიტრი ალკოჰოლია ჩასხმული. მათრობელა სპრეი 20 ევრო ღირს.
აეროზოლის შემქმნელების აზრით, მსგავსი ტიპის გამოგონები საკვების წარმოებაში გადატრიალებას მოახდენს.