პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლევან კალანდაძე დაასახელა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ გელა ლომინეიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში _ ბადრი გვარჯალაძე.
_ ლევანი არის “ახალი მემარჯვენეების” ეკომონიკური მიმართულების ხელმძღვანელი, პარტიის ეკონომიკური და სოფლის პროგრამის ერთ-ერთი ავტორი. მისთვის გურია მშობლიური მხარეა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოვლილი აქვს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართული აქვს თითქმის ყველა სოფელში. ლევანისთვის ოზურგეთი და სოფლის პრობლემატიკა უცხო არ არის, _ განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გელა ლომინეიშვილი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წარადგინა, შესანიშნავი და ღირსეული ადამიანია.
_ ჩოხატაურელია, არის ეკონომისტი და აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.
ბადრი გვრაჯალაძე ლანჩხუთელია. იგი ახალგაზრდა, ენერგიული და უნარიანი ადამიანია, მიღებული აქვს ეკონომიკური და იურიდიულიგანათლება და ძალიან კარგად იცნობს როგორც სოფლის, ასევე მთელი რაიონის პრობლემებს, _ თქვაკანდიდატებზე დავით გამყრელიძემ.
კანდიდატების წარდგენის შემდეგ, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერები და მხარდამჭერები ოზურგეთის ქუჩებში კამპანია “არა მონოპოლიებს” ფარგებლში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.