“გურია ნიუსმა” საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში ჩაწერა, როდესაც ის გურიის ოლიმპიური კომიტეტის შესახებ ერთ-ერთ არხს კომენტარს აძლევდა.
_ ბატონო ალეკო, ჩვენც გვაქვს კითხვები, ოღონდ სპორტზე არა.
_ ოლიმპიური თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა…
_ გვიდასტურებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობმა” თქვენ კანდიდატურაზე შეაჩერა არჩევანი?
_ ამას ვერ დაგიდასტურებთ.
_ ამასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა თქვენსა და მმართველ პარტიას შორის?
_ არა, ნამდვილად (ასე არ ადასტურებდა თვითმმართველობის არჩევნებში ალეკო მამეშვილი არასამთავრობოდან წასვლას, მაგრამ, ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. ავტ), _ გვითხრა მამეშვილმა.
როდის წარადგენს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გურიაში კანდიდატებს, ჯერ უცნობია.