საჭირო მასალა; 200 გრამი ძროხის (უმჯობესია ხბოს) ფარში, 200 გრამი ღორის ხორცის ფარში, 1 ცალი კვერცხი, 100 გრამი ნაკლებმარილიანი ყველი, 1-2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, მწვანილი, მარილი, დაფქული პილპილი.
ორივე ფარში შეურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, შეაზავეთ მარილით და სანელებლებით და კარგად მოვზილოთ სანამ ფარში ერთგვაროვანი მასად არ იქცევა, რომელიც ხელზე არ ეკვრება.
ყველი დავჭრათ პაწია კუბიკებად და დავუმატოთ ფარშს. აურიეთ ფრთხილად, რომ ყველის კუბიკები თანაბრად განაწილდეს. ფარშს დაუმატეთ ფქვილი, ათქვეფილი კვერცხის ცილა და კიდევ აურიეთ. გაახურეთ ტაფა, წაუსვით ზეთი და დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ფარში გააბრტყელეთ ტაფაზე ისე, რომ 10 სანტიმეტრის დიამეტრის და 5 მილიმეტრის სისქის “ხაჭაპური” გამოვიდეს. ფარშის გაბრტყელების დროს ტაფა გადმოდგით და მერე დაადგით ისევ ზომიერ ცეცხლზე მანამ, სანამ ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქით არ დაიფარება.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელი, სანამ ყველი არ გაცივდება და გამაგრდება.
გარნირად მიიტანეთ პომიდორი, ბურღული, კარაქში შემწვარი კარტოფილი.