_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ლანჩხუთში.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გოგუაძეს კურორტ გომისმთაზე, სადღესასწაულო ვითარებაში ესაუბრა.
_ ბატონო გიორგი, საბოლოოდ გადაწყდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლანჩხუთში თქვენ იქნებით?
_ გიორგი, ხომ იცი არ მოგატყუებ? ჯერჯერობით, არაფერი არ ვიცი.
_ როგორც ამბობენ, თქვენი კანდიდატურა იხილება.
_ ჯერჯერობით, ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. როგორც კი გავიგებ, პირველი თქვენ დაგირეკავთ. თქვენ მითხარით ერთი შეკითხვა მაქვსო.
_ თემას არ ავცდები, ბატონო გიორგი.
ამასობაში, საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაერთო და მასაც ვკითხეთ, ხომ არაფერი ჰქონდა ამ ამბავთან დაკავშირებით ყურმოკრული:
_ მე, საიდან უნდა ვიცოდე, პარტიის გენერალური მდივანი ვარ? არ გრცხვენია, რას მეუბნები? (რა ჩავიდინეთ სამარცხვინო, ნიკოლაიშვილი არ განმარტა. ავტ) პარტიას უნდა მიმართო. რაღა დარჩა 1 სექტემბრამდე და დაელოდეთ.
_ გავრცელდა ხმა, რომ თქვენი მეგობარი გიორგი გოგუაძე იქნება კანდიდატი.
_ მე გამიხარდება, ასე თუ იქნება. იმიტომ, რომ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და კარგი ჩინოვნიკია. როგორც ყოველთვის, ჩემი მეგობარია, რა პრობლემაა. გაგიხარდება ყველა კანდიდატი მაგრად და იმ კანდიდატებსაც გაუხარდება (რა სიხარულებზე იყო საუბარი, კარგად ვერ გავიგეთ. ავტ).
_ გამოდის, იცით, ვინც არის?
_ დარწმუნებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ღირსეულ კანდიდატებს დაასახელებს, ამას ვგულისხმობდი.