https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფატი ხალვაში: “ვიყავით ქუჩაში, მაგრამ კონკრეტულად, არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვიყავით”

17:08; 12.08.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ვუთხარი, კი, ბატონო, შემიძლია კულისებიდან დაგეხმაროთ, მაგრამ არ მსურს, არ მინდა,-მეთქი. მაგრამ, რა ვიცი, მაჯობეს. კონკრეტულად ვისგან მოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ თქვეს, რომ მოდიოდა ბატონი ბიძინასგან. მაგრამ, იქ ალბათ თავისი სიტყვა თქვეს საბჭოზე, ვინც განიხილავდა, იმიტომ რომ ბევრი მიცნობს, იგივე ირაკლი სესიაშვილი…” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი, ფატი ხალვაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მედიისა და საზოგადოების წინაშე ქიბარ ხალვაშის დის ბეგრაუნდით წარადგინა.

“გურია ნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ფატი ხალვაშთან (სტილი დაცულია).

_ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, როდესაც ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატობას დათანხმდით, რადგან ეს რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით და აქაურები ძალიან მომთხოვნები არიან. როგორ ფიქრობთ, მზად ხართ იმისთვის, რომ ღირსეულად წარადგინოთ ქობულეთი ამ არჩევნებზე?

_ ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს წინადადება, რაც წამოვიდა ჩემს მიმართ, გავმხდარიყავი მაჟორიტარი კანდიდატი. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ… აქ ქობულეთელებს აქვთ განსხვავებული ისა, რომ ჩაქველი, ჩაქველი… (ქალბატონი ფატი ჩაქვიდან არის და როგორც ჩანს, ამას გულისხმობდა. ავტ), მაგრამ ვთვლი, მე რომ მე ვარ ქობულეთელი, იმიტომ რომ დავიბადე, გავიზარდე და გავთხოვდი ქობულეთის რაიონში და ვცხოვრობ…

ნუ, ბოლო რამდენიმე წელიწადია, არ მიცხოვრია ქობულეთის რაიონში, მაგრამ არ მოვწყვეტილვარ სოფელს, არ მოვწყვეტილვარ ჩემს კუთხეს. ნამდვილად ძალიან მინდა, რომ ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უსამართლობა გამოვიარე, როგორც ჩემი ოჯახის მხრიდან სხვადასხვა სახის ზეწოლები იყო, მოგეხსენებათ და გეცოდინებათ, ეს არავისთვის არ არის უცხო…

_ თქვენს ძმაზე, ქიბარ ხალვაშზე გახორციელებულ ზეწოლებს გულისხმობთ?

_ დიახ, და ზუსტად იმ პერიოდში, სტუდენტები მყავდა შვილები. 2006 წლიდან ვიყავი შვილებთან ერთად ხშირად თბილისში. დაემთხვა ისე, რომ ყველა პერიოდი გავიარე, რაც 2007 წლიდან წამოვიდა ეს მღელვარება, ეს მიტინგები, ყველა პროცესში ვიყავი ჩართული, იმიტომ რომ ჩემი შვილებიც ჩართულები იყვნენ და თავისთავად, ჩემი ძმის პრობლემებიც მაშინ დაიწყო.

ამდენმა უსამართლობამ, რაც ვნახე… აი ხანდახან, როცა გვერდიდან უყურებ, კი, გული შეგტკივა, აღიქვამ, შეწუხდები, მაგრამ შეიძლება, რაღაც ისე ვერ გააკეთო. მაგრამ, აი, მე თვითონ რომ გამოვიარე ეს ყველაფერი, ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და ჩავთვალე, რომ როგორც ერთმა ადამიანმა, რაღაცა უნდა გავაკეთო, რაღაცა უნდა შევცვალო. ნუ, რაც შემიძლია იმის ფარგლებში მაინც. ვფიქრობ, რომ გავაკეთებ, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი კუთხე, მიყვარს შვილები და როგორც ჩემი შვილებისთვის, როგორც ჩემი ოჯახისთვის მინდა, ვიბრძოლებ და ხანდახან ადამიანი შეუძლებელს გააკეთებ. მე მგონი, რომ შევძლებ, ხალხიც დაინახავს ამას და დავუმტკიცებ, იმიტომ, რომ მჯერა ბატონი ივანიშვილისაც, ისიც ძალიან გულწრფელი, ძალიან ალალი ადამიანია და შესაბამისად, მაქვს მისი იმედი და ერთად ვიბრძოლებთ.

– თქვენ ახლა განაცხადეთ, რომ, როდესაც თქვენ შეგეხოთ ეს რეპრესიები, მაშინ დაინახეთ ამ სისტემის მანკიერებები. მოსახლეობას აინტერესებს, სად იყავით მანამდე?

_ მე მგონი, მაგ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ აბაშიძის პერიოდშიც გამოვიარეთ იგივე. მაშინაც ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეხლა, უბრალოდ, შეიცვალა მასშტაბები. აბაშიძის პერიოდიდანაც განვიცდიდით იგივეს.

ჩემი უფროსი ძმა, რაკი თბილისში ცხოვრობდა, ბათუმში ვერ ჩამოდიოდა, შეუქმნეს პრობლემები და პატარა ძმა წაიყვანეს მაშინ. ეხლა, მადლობა ღმერთს, რომ არ არის, კი… უნდა ვაღიაროთ, რომ არ არის გატაცება და ესეთი რაღაცეები არ ხდებოდა. მაშინ, ჩემი ძმა წაიყვანეს, სადღაც მიტოვებული ჩაის ფარდული იყო, იქ შეაგდეს და აიძულებდნენ ძალისმიერი მეთოდებით, რომ დაეტოვებინა ბიზნესი, უარი ეთქვა ბიზნესზე და გადაეცათ კონკრეტული პიროვნებებისთვის. იმ პერიოდშიც დევნას განვიცდიდით. კი, იმ დღეს გამოუშვეს და უთხრეს, რომ ხვალ მოხვალ და ჩვენ ყველაფერს ოფიციალურად დაგვიდასტურებ, რომ ე.ი გვაძლევ ამ ქონებას, თუ გადმოგვცემ თუ რაღაც, რა ვიცი მე, რა ფორმა იყო და ჩემი ძმა იძულებული გახდა, ღამით გაპარულიყო აჭარიდან. ჩვენ მაშინ ვიყავით აჭარიდან დევნილები და ამიტომ ჩვენ ვიდექით…

ნუ, არ ვიცი, ახლა ბევრი გვადანაშაულებს იმაში, რომ თქვენც მიგიძღვით წყვილიო და თუკი რამეა, იმასაც კი გვაყვედრიან, თქვენ მოიყვანეთ ეს ხელისუფლებაო. ჩვენი მოყვანილი ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის, მაგრამ მაშინაც ვიბრძოდით, ოღონდ მაშინ იქედან აქეთ. გარკვეული პერიოდის მერე, რევოლუციის შემდეგ, ჩვენ თბილისში ვიყავით. შვილების გაჩერებისაც მეშინოდა, რომ არ გაეტაცებინათ, ჯიბეში რამე არ ჩაედოთ. ასე რომ, მაშინაც დევნილები ვიყავით და ეს ძალიან ბევრისთვისაა ცნობილი.

მოგეხსენებათ, ჩემმა ძმამ გირგვლიანის მკვლელობის დროსაც დააფიქსირა თავისი აზრი და ეს გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩემი ძმა აითვალიწუნეს. ასე რომ, ჩვენი ის არ შემოიფარგლება ერთი მაგალითით. ძალიან შრომისმოყვარე ოჯახი მაქვს, ჩემი ძმა სულ ცდილობდა, რომ თავისი კუთხისთვის რაღაც გაეკეთებინა. ეხლა, ზოგი იმაშიც დაგადანაშაულებს, რომ ქობულეთის რაიონს რა გაუკეთაო.

_ როდესაც თქვენს მთავარ ბეგრაუნდად ის დაასახელეს, რომ ქიბარ ხალვაშის და ხართ, გაჩნდა კითხვა _ ვინ არის ქიბარ ხალვაში და საერთოდ, რა გაუკეთებია მას ამ რაიონისთვის? როგორც ქობულეთელები ამბობენ, ერთადერთი, რაც მან გააკეთა, საკუთარ სოფლის გზა იყო ხალაში…

_ მარტო ხალაში გზა არ ყოფილა. დასაქმება დღეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა და ჩემს ძმას საქართველოს მასშტაბით 5 500 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. ეს 5 500 ადამიანი უზრუნველყოფილი იყო დაზღვევით, იმიტომ, რომ ზოგს ჰქონდა ფულთან საქმე, ზოგი დისტრიბუტორ იყო და…

_ ქიბარ ხალვაშის მიერ დასაქმებულ ქობულეთელებზე საუბრობთ?

_ ქობულეთიდანაც მუშაობდა, კაიკაციშვილი იყო, თხილაიშვილი იყო… ვაკანსიები ცხადდებოდა და გადიოდნენ, ვინც იმარჯვებდა, ის. ჩვენ ქობულეთშიც გვყავს ხალხი და რა ვიცი იყო მაღაზიები, ვისაც ეხმარებოდნენ, ხელს უწყობდნენ, თუ თანხები არ ჰქონდათ, ნისიად საქონელს აძლევდნენ. ვისაც უნდა დაინახავს, რომ ეხმარებოდა და საერთოდ, ყველა მედალს 2 მხარე აქვს, და გააჩნია ვინ როგორ…

სხვათაშორის, კომახიძის ქუჩაზე ვიყავი შეხვედრაზე, შევხვდი ხალხს და იქ აღმოვაჩინე, რომ იყო ხალხი, რომლებმაც თქვეს, რომ ეს ჩვენი მეზობელი მუშაობდა თქვენს ძმასთანო და ძალიან კარგი პირობები ჰქონდაო. ყველა ადამიანის უფლება იყო ჩემ ძმასთან დაცული, როცა მუშაობდა და იბრძოდა კიდევ იმისთვის, რომ კიდევ გაეუმჯობესებინა ყველას მდგომარეობა, შესწავლილი ჰქონდა ყველა ოჯახის მდგომარეობა…

_ ქობულეთელებზე საუბრობთ თუ ზოგადად, თქვენი ძმის ბიზნესზე?

_ ხო გეუბნებით, დასაქმებული ჰყავდა საქართველოს მასშტაბით. ნამდვილად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ქობულეთის რაიონიდან ძალიან ბევრი იყვნენ, თბილისშიც კი ჰყავდა მძღოლები წაყვანილი. ძალიან ბევრი მუშაობდა. თუკი ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ მუშაობდა… მე ვერავის ვერ დავაძალებ, რომ ასე ღიად თქვას, დღეს კი იცით, რა ზეწოლებია.

_ ამბობენ, რომ დაახლოებით 6 წელია, რაც ქობულეთიდან წასული ხართ და ადგილობრივები არ გიცნობენ. თქვენ თუ იცნობთ ქობულეთის პრობლემებს?

_ კი ბატონო… აი, მაგალითად, კობა ხაბაზი სანამ პარლამენტარი გახდებოდა, მე მგონი, ჩემს სოფელშიც არ იცნობდნენ და ძალიან თხოვეს, რომ მისთვის გაეწია რეკომენდაცია და წარედგინა ჩაქვის რაიონისთვის.

_ თქვენ ამბობთ, რომ კობა ხაბაზს არ იცნობდნენ? ვერ დაგეთანხმებით. როგორც თავად ბრძანეთ, მედალს 2 მხარე აქვს _ ერთია ის, რა გააკეთა მან პარლამენტში ყოფნისას, რაც ყველამ შესანიშნავად იცის, მაგრამ მანამდე, ის ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოდიოდა და ასლან აბაშიძის დროს სასიკვდილოდ სცემეს… მას იცნობდნენ…

_ ხო, მაგრამ, თვითონ კობას კითხეთ, ვინ დაყვებოდა ჩვენს სოფლებში და ვინ წარადგინა ჩაქვში, მაგალითად.

_ ვინ წარადგინა?

_ ჩემმა ძმამ! ქიბარმა! შეეკითხეთ კობას.

_ ე. ი. თქვენს ძმას უნდა უმადლოდეს ქობულეთი ასეთ “შესანიშნავ” მაჟორიტარს?

_ კი, კი, კი, ბევრ რამეს მომენტებში, გვაბრალებენ. იგივე ოთარ ხინიკაძე რომ იყო (ახლაც არის. ქობულეთის ამჟამინდელი მაჟორიტარია პარლამენტში. ავტ) დღესაც არ ვიცი, სახეზე ვინ არის. როგორ შეიძლება ერთი რიგითი ადამიანი ყველასთვის იყოს ცნობილი და ცნობადი, როცა წარსული არ აქვს პოლიტიკური?

_ ზუსტად მაგას წუხან ადგილობრივები, წინა მაჟორიტარებს რომ არაფერი გაუკეთებიათ. არ დაგიმალავთ და შიშობენ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატი რამდენად შეძლებთ ჯერ ამ ბრძოლაში გამარჯვებას და შემდეგ მათი პრობლემების გადაჭრას. უკვე შეისწავლეთ, რა პრობლემები აქვთ ქობულეთელებს?

_ რა გითხრა, იცი? დღეს, ყველა სოფელში, სადაც გავიარე, ერთი და იგივე პრობლემაა. ეს არის უგზოობა, ქალაქში მხოლოდ ცენტრალურ უბნებშია გზა გაკეთებული და სხვაგან ისეთი პრობლემებია, რომ სოფლის ორღობეები… ზოგიერთ სოფელში ზოგი შუკა უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე აქ.

გარდა ამისა, უწყლობა სოფლებში. ეს არის ქრონიკული დაავადება ყველა სოფლის, უმუშევრობა, დაბალი პენსიები, სამომხმარებლო კალათა ვიცით, როგორი დაბალია და როგორ უჭირს ხალხს. რაც ჩემთან, იგივეა აქეთ(?!).

განსხვავებული პრობლემა, რაც ქობულეთშია, ეს არის კრედიტები. ბატონი ბიძინა მოდის იმ პროგრამით, ამ კაცს აი, ზუსტად აქვს ყველაფერი დათვლილი, რაც, ვფიქრობ, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. იგივე ჯანდაცვა, იგივე განათლება, იგივე სოციალური პრობლემები, გაზრდილი გადასახადები, იგივე ციტრუსი. სხვა რა პრობლემა უნდა იყოს? და არის კიდევ ინდივიდიალური პრობლემები, რაც ოჯახებს აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ და ვხვდებით მოსახლეობას.

_ სწორედ შეხვედრაზე მინდოდა მეკითხა _ თქვენს სოფელში, თქვენს შეხვედრაზე, დაახლოებით 20 კაცი მოვიდა, რატომ?

_ ეხლა, რა გითხრა, იცი, ძალიან დიდი შეხვედრები არ იყო დაგეგმილი და არც ჩატარებულა. მე ვფიქრობ, რომ ის ჩემი სოფელია და გარკვეული ზეწოლები იყო. მე გავიარე კოორდინატორებთან და ვიკითხე, რა პრობლემა იყო. იქ იყო ისეთი, რომ წინღამით მივიდნენ და უთხრეს, რომ ფეხს არ გაადგამთ არავინო. მე მოველოდი ამას, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

_ “ქართული ოცნების” ქობულეთის ოფისს ხშირად სტუმრობს სოზარ სუბარი, გუგული მაღრაძე, ჩამოსული იყო გიორგი ვოლსკიც. რამე ერთობლივი შეხვედრები გაქვთ მოსახლეობასთან?

_ მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს სუბართან. ეს ჯერ კიდევ თბილისიდან და მიტინგებიდან, ჩვენ ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს. სხვათაშორის, პოლიტიკურ სპექტრში მე ძალიან ბევრ ვიცნობ, კოალიციაშიც და კოალიციის გარეთაც, ბევრი მეგობარი მყავს და გული მტკივა, რომ კარგი პოლიტიკოსები არიან კოალიციის გარეთ.

_ ვის გულისხმობთ?

_ როგორიცაა: სოფო ხორგუანი, მანანა ნაჭყებია, თეო ტლაშაძე, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა…

_ ზვიად ძიძიგური კოალიციაშია…

_ კი, ზვიადი ჩვენთან არის, მაგრამ კახა კუკავა არ არის. რა ვიცი, ძალიან ბევრს ვიცნობ. მყავს ბევრი მეგობარი, კარგი მეგობრები, ძალიან პატიოსანი ხალხი.

_ ის მეგობარი ვინ იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილს თქვენი თავი წარუდგინა ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად?

_ დამიჯერებთ, რომ გითხრათ, არ ვიცი? იმიტომ, რომ… ხომ ვამბობთ, რომ ვიყავით ქუჩაში, მაგრამ კონკრეტულად, არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვიყავით. ჩვენ არასდროს არ დაგვიჭერია მხარი კონკრეტული პარტიის მიმართ და ყოველთვის უკეთესია, რომ ესეთი პოზიცია გიჭირავს. იმიტომ, რომ როცა უშედეგოდ სრულდებოდა ყველაფერი, მე ყველასთან მქონდა პრეტენზია, რომ რატომ მოხდა ასე, ჩვენ, ხალხმა, ყველაფერი გავაკეთეთ, საზოგადოება ხომ გედექით გვერდზე? ჩემთვის გაცილებით იოლი იყო, მომეთხოვა პასუხი სხვისთვის და დამედანაშაულებინა სხვა, ვიდრე მე ვაგო რაღაცაზე პასუხი და მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვიცი და ავიღე ჩემს თავზე…

როდესაც გაიხსნა “ქართული ოცნების” ოფისები, მე მივედი ბათუმში და ბატონ მურმან დუმბაძეს ვუთხარი, რომ ესე-ესე, მე ვარ ქიბარის და, ჩვენ გვაქვს გარკვეული რესურსი…

ჩემზე წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ პირადი კონტაქტი არ ჰქონია. იცოდა, რომ მიტინგებთან რაღაც შეხება გვქონდა. ვუთხარი, რომ სურვილი მაქვს, დაგიდგეთ გვერდით კოალიციას ჩვენ ჩვენი რესურსით. თუნდაც ის, იმ ცნობილი მოვლენების დროს ხალხის ჩაყვანა რომ იყო, ჩვენი რესურსით ჩავიყვანეთ ხალხი და კარვებში ჩვენი რესურსით გვყავდა და ვინახავდით. ვუთხარი, რომ ესენი გაგვიკეთებია და გვაქვს სურვილი, რომ დაგიდგეთ გვერდითო.

_ თქვენი ოპონენტი, სავარაუდოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი, გელა ცხომელიძე იქნება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ავტორიტეტით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენთ, რით შეგიძლიათ ამ კანდიდატს აჯობოთ?

_ აქ, მე მგონი არა პიროვნებებზეა საქმე, არამედ ქვეყნის სისტემაა შესაცვლელი. დარწმუნებული ვარ, რომ წესიერი ადამიანია და ღირსეულად იბრძოლებს. და ღირსეულ ბრძოლაში პიროვნებები არ წყვეტს, მთლიანად უნდა შეიცვალოს ის სისტემა, რაც დღეს არსებობს, რაც არის. ის ადამიანი ხომ “ნაციონალური მოძრაობას” წარმოადგენს? ვფიქრობ, ხალხი გააკეთებს არჩევანს.

_ რამდენი ამომრჩეველია ქობულეთის რაიონში და მათგან რა პროცენტული მაჩვენებელი მოდის სოციალურად დაუცველებზე?

_ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვამუშავებთ ამ საკითხს, რომ შევისწავლოთ და კონკრეტული გეგმა დავდოთ. ასე ზეპირად არ მინდა რაღაცის თქმა.

2010 წლის მონაცემებით, 67 000 ამომრჩეველი ჰყავს ქობულეთის რაიონს, მაგრამ კარდაკარმა დაამტკიცა, რომ გაცილებით ნაკლებია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მცხეთის საავადმყოფოში აღმოაჩინეს

ძროხები პარტიული ნიშნით

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო