შუხუთის ცენტრში განსაკუთრებით ტრანსპორტის სიმრავლე შეინიშნება. შეხვედრას ესწრებოდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ასევე ლანჩხუთის სხვადასხვა სოფლიდან ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი. მათი უმრავლესობა, აგრეთვე ლანჩხუთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები თეთრ-წითელ მაისურებში არიან გამოწყობილი.