სადღესასწაულო წირვა, რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელსაც მეუფე იოსები აღავლენს.
11 საათისთვის, ბახმაროში ქვეყნის პირველ პირს მიხეილ სააკაშვილს მეუღლესთან ერთად ელოდებიან. ბახმაროს დღეს მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით ეწვევა.
მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურული ობიექტები უნდა გახსნას _ კინოთეატრი, სასტუმრო, ამბულატორია და მოედანი. წყაროს ცნობით, ამ პროექტების განხორციელებაზე 3 მილიონი ლარია დახარჯული.
დღესვე გაიმართება დოღი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებენ. როგორც გვითხრეს, წინა წლებისგან განსხვავებით მონაწილეებისთვის წელს სოლიდური პრიზებია განკუთვნილი.
ბახმაროში ადგილობრივი ძალების მონაწილეობით კონცერტი 3 საათისთვის გაიმართება.
დღესასწაულს სპორტისა და ახალაგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწყობილი კონცერტი დაასრულებს, რომელიც 5 საათზეა დაგეგმილი.