https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახმაურებული სპეცოპერაციის ირგვლივ ბევრი ბუნდოვანი კითხვის ნიშანი გაჩნდა

7:01; 31.01.2011
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამართალდამცავებმა ძებნილი დავით ქადეიშვილის ლიკვიდაცია მისსავე სოფელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოახდინეს. როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში სოფელ შრომის რწმუნებული ზურაბ მჟავანაძე ამბობდა, ქადეიშვილი 4 იანვარს, დილის საათებში,  შრომაში ერთ-ერთ ოჯახში შევარდა და ბიძის (მამიდას ქმრის) ძმისშვილის ცოლი დაჭრა. ქადეიშვილმა დააპირა, რომ ოზურგეთის პოლიციის უფროსისთვის ესროლა, მაგრამ ვერ მოასწრო და ხელში დაიჭრა. მჟავანაძისვე თქმით, დაჭრილმა მაინც მოახერხა პოლიციელების მისამართით გასროლა, რა დროსაც მას სასიკვდილო ტყვია მოხვდა.
“გამოძახების ადგილზე მისვლის შემდეგ, დაზარალებულ ქალბატონს გაეწია პირველადი დახმარება, შემდეგ კი საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდება, “_ ამბობდა მომხდარიდან რამდენიმე წუთში ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მორიგე ექიმი. მოგვიანებით კი, “გურია ნიუსს” რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს მორიგემ ექიმმა ლია გოგოტიშვილმა უთხრა, რომ სასუნთქ აპარატზე მიერთებული დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი. ქუთაისში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩებოდა.

დაჭრილის ოჯახის წევრების განცხადებები
დაჭრილის მამამთილი ამბობს, რომ ქადეიშვილმა მისი რძალი დაჭრა და მიიმალა, პოლიცია კი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდა.
_ საპირფარეშოსთან მივედით მე და ორი პოლიციელი. ქადეიშვილი გამოვარდა და მითხრა, რომ გვერდზე გავსულიყავი, რის შემდეგაც გაისროლა პოლიციელების მისამართით, თუმცა, სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს, _ ირწმუნებოდა დაჭრილის მამამთილი.
დაზარალებულის დედამთილი ამტკიცებს, რომ ქადეიშვილმა მათ საცხოვრებელ სახლში 15 ტყვია გაისროლა: _ ახლაც ვერ ვხვდები, რატომ დაჭრა ჩემი რძალი. არანაირი ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა მასთან, კარგად არც ვიცნობდით, _ გვითხრა მან.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, დავით ქადეიშვილი, სანამ კუტოღლიანის ოჯახში მივიდოდა, მანამ სხვა ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ხელყუმბარა გავარდნია, რის შემდეგაც დაჭრილი და ფეხშიშველი,  ნათესავის სახლში მისულა. რატომ ესროლა ახალგაზრდა ქალს ქადეიშვილმა, ან მან ესროლა თუ არა, ამ კითხვებზე პასუხი, ჯერჯერობით, გაუცემელია. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ დაჭრილმა ქალბატონმა მოახერხა პოლიციისთვის ეცნობებინა, თუ რა ხდებოდა მის ოჯახში.

შსს ოფიციალური განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში,  განცხადება გაავრცელა:  “2011 წლის 4 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით ქადეიშვილი იმყოფებოდა მისი ნათესავის კუტოღლიანი-მიშკინას ბინაში,  სადაც ის მივიდა დახმარების თხოვნით. თუმცა, უარის მიღების შემდეგ, მას მოუვიდა კონფლიქტი მისსავე ნათესავთან და კუტოღლიანი-მიშკინასი დაჭრა მუცლის არეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება. ადგილზე მისულ პოლიციას დავით ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ჩაბარებოდა პოლიციას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად, სამწუხაროდ, დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ კუტოღლიან-მიშკინას, იგი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია”, _ აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
ასევე ოფიციალური ინფორმაციით, დავით ქადეიშვილი შემდეგი დანაშაულობების ჩადენისთვის იძებნებოდა: 2008 წლის აგვისტოში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მალხაზ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება; 2008 წლის აგვისტოში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ გელაშვილის მკვლელობის მცდელობა; 2009 წლის 29 დეკემბერს, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური “ვისოლის” დაყაჩაღების ფაქტი; იმავე დღეს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ კუგასიანისაგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფულის გამოძალვა და ავტომანქანის გატაცება; 2010 წლის 7 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიხეილ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა; ამავე სოფლის საჯარო სკოლისა და სკოლის ავტობუსის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა; ყაჩაღობის მიზნით, ამავე სოფელში მდებარე მაღაზიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა; სოფელ შრომაში მცხოვრებ სიმონ კუგასიანის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება; ამავე სოფელში მცხოვრებ ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა და მისი კუთვნილი ავტომანქანა “ნივას” გატაცება; 2010 წლის 15 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა ოზურგეთის რ-ნის სოფ. თხინვალში მცხოვრებ, 1957 წ.დ. თედორე გიორგის ძე ხურციძის ოჯახს და შურისძიების მოტივით, ავტომატიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი _ 1957 წელს დაბადებული თედორე და 1980 წელს დაბადებული თედორე და ირაკლი ხურციძეები, ასევე დაჭრა ირაკლი ხურციძის მეუღლე _ 1985 წელს დაბადებული ქეთინო აშუბა და შვილი _ 10 თვის გიორგი ხურციძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქადეიშვილზე ძებნა და მისი ადგილსამყოფელის შეტყობინების სანაცვლოდ ჯილდო _ 10 000 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გამოაცხადა. თუმცა, ვინ მიიღებს სამინისტროს მიერ დაწესებულ ჯილდოს, ამ ეტაპზე უცნობია.

რა ვერსიებზე საუბრობენ შრომაში
მომხდარის შესახებ აბსოლუტურად სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უთხრეს, არ სჯერათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის: _ ბილ ლადენებს იჭერენ და არ ჰკლავენ. ყველა გაოცებულნი ვართ _ დავითი სპორტსმენი და საკმაოდ მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. ჩვენს განცვიფრებას ისიც იწვევს, რამ მიიყვანა იგი ამ ზომამდე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სხვას ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ამ ოჯახს კარგად ახასიათებს. ძალიან ბევრი ისეთი რამ დააბრალეს, რაც არ ჩაუდენია, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
_ რას გულისხმობთ _ რა დააბრალეს და რა არ ჩაუდენია?
_ მან თავისი ნათესავები დააყაჩაღაო. ხურციძეებს ვგულისხმობ. თუმცა, ამბობენ, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ოჯახი იფარებდა გარკვეული დროით, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, ვერ გეტყვით. საერთოდ, ამდენ ხანს ძიებაში იყო ეს ადამიანი და სოფელს იქეთ არ წასულა. თუ სოფელში იყო, რატომ არ მოხდა მისი ნორმალურად აყვანა?! რა შეიარაღებული ან მიუკარებელი ის იყო, რომ ვერ მოხერხდა მისი დაკავება? გასვენებაშიც ვიყავი, მაგრამ არც მამა იყო იქ და არც მისი ძმა, რომლებიც დაჭერილები არიან. ხომ შეიძლებოდა, ერთი საათით მიეყვანათ იქ, თავისი შვილის და ძმის დასაფლავებაზე? როგორც ხმა გავრცელდა, დათას ძმა ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად არის. როგორც თქვეს, დიაბეტით დაავადდა. 
_ ამბობენ, რომ მოკვლამდე მას ხელყუმბარა აუფეთქდა და დაიჭრა.
_ პირველად გავრცელდა ვერსია, რომ ის ღამეს ათევდა ერთ-ერთ ნაცნობთან და ხელყუმბარა გაუვარდა ხელიდანო. შიშის გამო. ყური დაუზიანდა და როცა გამოვიდა გარეთ, უკვე ალყაში იყოო. მეორე ვერსიით, იმ ოჯახიდან წავიდა კუტოღლიანებთან, რის შემდეგაც გახორციელდა ზარი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ურეკის პოლიცია ამოვიდა უმალვეო. როგორც ვიცით, ის უკვე გარდაცვლილი იყო პოლიციის ასვლამდე. გავრცელდა ხმა, რომ ცხედარი იყო ნაწამები, ძვლები დამტვრეული ჰქონდაო.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ გარდაცვლილი აწამეს?
_ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ურთიერთგამომრიცხავი. სამწუხაროდ, სიმართლის მოძიება გაჭირდება.
_ თქვენ აქ ცხოვრობთ. გაგიგიათ რომ სკოლა და სკოლის ავტობუსი დაიცხრილა? ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
_ რასაც ავრცელებდნენ ტელევიზიები ქადეიშვილზე, ბევრი შეთითხნილი, გამუქებული და არარეალური იყო, რომ ბრალდება უფრო საფუძვლიანი გამოსულიყო და შემდეგ ქადეიშვილის ლიკვიდაცია მომხდარიყო.
შრომაში მცხოვრები 74 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობას წინა რესპონდენტის მსგავსად, შეგნებულად არ ვასახელებთ, ამბობს, რომ დათა ქადეიშვილი კარგი სპორტსმენი იყო და კარგი მომავალი ჰქონდა.
_ მის ძმაზე რას გვეტყვით?
_ ისიც კარგი სპორტსმენია.
_ გაგიგიათ სკოლის დაცხრილვის შესახებ?
_ არაფერი არ ვიცი. ამბობენ, რომ დაცხრილაო, მაგრამ, მივედი, ვნახე და დაცხრილული არაფერი შემინიშნავს. არ გვჯერა ჩვენ პოლიციის ვერსიების.
სოფელში ამბობენ, რომ მსგავსი ტრაგედიის მომსწრენი არასოდეს ყოფილან და დათა ქადეიშვილის მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე ახალგაზრდა იშვიათიაო. რაც შეეხება ქადეიშვილის მამას და ძმას, ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოკლულის დედა ითხოვს, რომ შეიწყალონ მისი ქმარ-შვილი, რომლებიც, მისი თქმით, არანაირ კავშირში არ არიან დავით ქადეიშვილის დანაშაულობებთან.

რატომ დააკავეს მოკლულის მამა
დაკავებულის მეუღლე ფოთოლა მხეიძე 2010 წლის 4 თებერვალს “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობდა, რომ მისი უფროსი შვილი დათა ძებნაში იყო, სახლში ჩატარებული ჩხრეკის და მუქარის შემდეგ კი, მისი უმცროსი შვილიც გაუჩინარდა: _ დათოს და ლაშას მთელი სოფელი იცნობს. პატიოსნად გავზარდე, ორივე სპორტსმენია. წელიწადნახევარია, დათა ძებნაშია _ბრალად ყაჩაღობა ედება. ვერ დავიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა. ახლახან, შრომაში მომხდარი ყაჩაღობის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები კიდევ შემოვიდნენ ჩემს ოჯახში, ჩაატარეს ჩხრეკა, ეზოში “აღმოაჩინეს” გეკოს ტყვიები და კონვერტში ჩადებული მაჩვენეს. მსგავსი ტყვიები და შესაბამისი იარაღი ჩემს ოჯახში არასოდეს ყოფილა. მთელი ოჯახი ამოსაწყვეტი და დასაწვავი ხართო, ასე მითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც დაბა ურეკის პოლიციაში მუშაობს. მისი სახელი არ ვიცი. რატომ დაამცირეს და შეურაცხჰყვეს ჩემი ოჯახი, როცა ჯერ გამოძიებული არაფერი აქვთ? მეუღლე ციხეში მყავს, ერთი შვილი იძებნება, მეორის ნახვა სანატრელი გამიხდა. დაღამების მეშინია, მარტო არ მოვკვდე და ძაღლებმა არ შემჭამონ. ყველაფერი ამ უბედურებასთან ერთად ერთად, ჩემი ეზო დაიმეწყრა, არაფერი აღარ შემომრჩა, თავი რომ გავიტანო, _ ამბობდა “გურია ნიუსთან” საუბარში  ფოთოლა მხეიძე.
ქადეიშვილის პატიმრობაში აყვანის შესახებ, ოჯახმა სამი დღის შემდეგ შეიტყო.
“გურია ნიუსი” 14 იანვარი, 2010 წელი: “7 იანვარს გამთენიისას, სამართალდამცავებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მკვიდრი დათა ქადეიშვილი დააკავეს. სწორედ ამ დღეს მოხდა ყაჩაღური თავდასხმა აღნიშნული სოფლის გამგებლის ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე.
დათა ქადეიშვილი პოლიტიკური ორგანიზაცია “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” პარტიის სოფელ შრომის კოორდინატორი იყო. დაპატიმრებიდან სამი დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს და ნათესავებს მისი ადგილსამყოფლის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ, რადგან დაკავების შემდეგ, ქადეიშვილს არ მიეცა საშუალება, ოჯახს ან ნათესავებს დაკავშირებოდა. ბრალდებული ბათუმის ციხეში გადაიყვანეს და მხოლოდ სამი დღის შემდეგ აუყვანეს ადვოკატი.
პოლიტიკური ორგანიზაციის “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” გურიის რეგიონულ ოფისში ეჭვობდნენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.  რადგან ყაჩაღობის დროს უმცროსი ვაჟი საავადმყოფოში იმყოფებოდა _ მას დაზიანებული ჰქონდა ყბის ძვალი და მკურნალობდა. მათი მოსაზრებით, დათა ქადეიშვილი შვილების გამო გახდა მძევალი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქადეიშვილის აყვანის დროს, პოლიციელებმა მას “ქვეყნის მოღალატე” უწოდეს. როგორც ჩანს, პოლიტიკური მოღვაწეობის გამო მოექცნენ ასე”.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მოკლულ დავით ქადეიშვილს გულის ჯიბეში ლოცვანი და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაწერილი ლექსი ედო.
ასევე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქადეიშვილის ასაყვანად თბილისიდან სპეციალური დანიშნულების რაზმიც იყო ჩამოსული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოახერხეს მისი ცოცხლად აყვანა.
შსს გურიის სამხარეო სამმართველოს პრესსამსახურის შეფმა მაია გიორგაძემ, როგორც ყოველთვის გვითხრა, ზურაბ გვენეტაძისთვის მიგვემართა: “ხომ იცით, რომ მე ვერაფერს ვერ გეტყვით. გვენეტაძეს მიმართეთ”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში გიორგაძემ.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

"გვცივა და ვშიმშილობთ, უარესი რა უნდა გვჭირდეს?"

პური კიდევ გაძვირდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო